ლეგენდარულმა არიგო საკიმ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "ლეჩესა" და "პარტენოპეის" (0:4) მატჩმა დაარწმუნა, რომ გარსიას გუნდს წარმატების მიღწევა შეუძლია.
"ვფიქრობ, "ნაპოლი" თავის დონეს ნელ-ნელა იბრუნებს, მათ "ლეჩესთან" შესანიშნავად ითამაშეს. "კვარას" და ოსიმენის ჩახუტება მეტყველებს იმაზე, რომ გუნდი კვლავ ერთიანია და გამარჯვების დიდი სურვილი აქვთ.
მოთამაშეები რაც უფრო ნაკლებ ეგოიზმს გამოავლენენ, მით უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებენ", - განაცხადა საკიმ.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" მორიგ მატჩს ხვალ, 3 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "რეალის" წინააღდეგ გამართავს.
-15SEP/01/64cfe1f31692e21d1b6fea541a00bfc0.jpg" border="0" alt="alt" title=""კვარას" და ოსიმენის ჩახუტება სწორედ ამაზე მეტყველებს - საკიმ "ნაპოლიზე" ისაუბრა" style="height: 50px; width: 50px;" />"ნაპოლიში" ზომები მიიღეს - ოსიმენის გარშემო სკანდალი დასრულდა
13:30 02-10-2023
"კვარას" და ოსიმენის ჩახუტება სწორედ ამაზე მეტყველებს - საკიმ "ნაპოლიზე" ისაუბრა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული