"ნეაპოლელი ხალხის სიყვარულს მუდმივად ვგრძნობ, მათ გარეშე აქამდე ვერ მოვაღწევდით. არ აქვს მნიშვნელობა, სად ვართ, რომელ ქვეყანაში, ქალაქსა თუ სტადიონზე, ისინი მუდამ გვგულშემატკივრობენ. ეს ადამიანები ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებენ.
როდესაც სკუდეტო მოვიგეთ, აღნიშვნა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა. აპრილში "იუვენტუსთან" გამარჯვების შემდეგ გულშემატკივრებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
ჩვენ, ქართველი ფეხბურთელები, თამაშს ქუჩაში ვსწავლობთ. ამით ბრაზილიელებს ვგავართ.
მადრიდის "რეალის" თამაშების ყურებაში გავიზარდე, სულ მალე კი მოედანზე მათ წინააღმდეგ ვიბრძოლებ. შეუძლებელია, ამით არ აღფრთოვანდე.
კრიშტიანო რონალდო და გუტი ჩემი საყვარელი მოთამაშეები არიან. ვცდილობდი, მათთვის მიმებაძა, გამემეორებინა მათი მოძრაობები, კარში დარტყმები... განსაკუთრებით მომწონდა, თუ როგორ ეპყრობოდა გუტი ბურთს. ჩვენ ერთმანეთში რამდენიმე სიტყვაც გავცვალეთ, ამან ძალიან გამახარა, ოცნების ასრულებას ჰგავდა.
ვინისიუსი შესანიშნავი ფეხბურთელია, თავის პოზიციაზე საუკეთესოა. მის წინააღმდეგ თამაში დიდი გამოცდილება იქნება; ასევე - მოდრიჩის, ბელინგემის, კროოსის... შემიძლია მთელი გუნდი ჩამოგითვალოთ. ისინი უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან და პატივს ვცემთ, თუმცა არავისი გვეშინია, ჩვენ იტალიის ჩემპიონები ვართ და მათ წინააღმდეგ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.
მოგეხსენებათ, "ნაპოლი" წინა სეზონამდე ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში არასდროს გასულა. ეს უდიდესი მიღწევა იყო, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ვნახოთ, რამდენად შორს წასვლას შევძლებთ.
მინდა ლუჩანო სპალეტის უდიდესი მადლობა გადავუხადო, მას ჩემი სჯეროდა და პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალება მომცა. მის მიმართ მადლიერებას ბოლომდე ვერასდროს გამოვხატავ, ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ლუჩანოსთან დროდადრო ვსაუბრობ, ის ჩვენს მხარდაჭერას აგრძელებს.
რუდი გარსია ბრწყინვალე მწვრთნელია, ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესები ვხდებით. ნელ-ნელა მის ტაქტიკასა და ხედვებს უკეთ ვიგებთ. დარწმუნებული ვარ, რომ მალე საუკეთესო ფორმაში ვიქნებით. ჩვენ ვართ ჯგუფი, რომელიც მწვრთნელის მითითებებს ბოლომდე ასრულებს.
ოსიმენი განსაკუთრებული ბიჭია. როგორც მოედანზე, ასევე მოედნის გარეთ მზადაა, დახმარების ხელი გამოგიწოდოს.
ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი, მინდა ჩემი თამაში გავაუმჯობესო და ყველაფერი მოვიგო, რისი მოგებაც შესაძლებელია. რაზე ვოცნებობ? მსურს ჩემპიონთა ლიგა მოვიგო, ასევე ვითამაშო ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან ერთად", - განაცხადა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "რეალის" მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.
დღეს "ნაპოლი" VS "რეალია" - ხვიჩა, ვინი, ჯუდი - დიდი ფეხბურთელების დაპირისპირება "მარადონაზე"
კარლო ანჩელოტი: "კვარა" და ოსიმენი თამაშობდნენ, თამაშობენ და ძალიან მაღალ დონეზე ითამაშებენ
- ყველას აქვს უფლება თავისი აზრი დააფიქსიროს, მაგრამ კი არ უნდა შეგვიფიქსიროს.
- ახალგაზრდული ტურნირები სპორტსმენებს აძლევს საშუალებას, რომ დაინახონ.
- კვარას და მიქაუტაძეს ახალგაზრდულში რომც ეთამაშათ მათთვის ვერანაირი ხეირი ვერ იქნებოდა და ვინც მათ პოზიციებზე ითამაშა, შანსი არ ექნებოდა თავის გამოჩენის.
- ოლიმპიადაზე თამაშის ისტორიული შანსი გვექნებოდაო იძახით და ისტორიული ფაქტი დააფიქსირეს კალათბურთელებმა მსოფლიოზე ასპარეზობით მაგრამ, ხორცსაკებ მანქანაში გაატარეთ.
არ დაგღალათ ამ დაქირავებული მოტირალებივით ტირილმა?