"ნაპოლი" დრამატულ მატჩში "რეალთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „რეალთან“ 2:3 დამარცხდა.

მატჩამდე

ხვიჩა კვარაცხელია თავისი ბავშვობის საყვარელი გუნდის წინააღმდეგ - ეს რაღაც საოცნებო გახლდათ და მთელი ქალაქი მომავალი დაპირისპირების მოლოდინში იყო. „ნაპოლიმ“ სერია A-ში ბოლო ორ ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო „რეალმა“ „ჟირონა“ გასვლაზე გაანადგურა და ლა ლიგაში გალიდერდა, თუმცა იქამდე „ატლეტიკოსთან“ მარცხი განიცადა და გამოჩნდა, რომ უნაკლო არ არის. „ბლანკოსმა“ მორატას განეიტრალება ვერ მოახერხა, „ნაპოლის“ კი „ატლეტიკოზე“ დაბალი კლასის შემტევები არ ჰყავს და საინტერესო იყო, მასპინძლები პირველ ნომრად
ითამაშებდნენ თუ არა. აღსანიშნავია, რომ ტურნირზე „სამეფო გუნდს“ აქამდე გასვლაზე ბოლო 27 მატჩიდან მხოლოდ 7 ჰქონდა მოგებული. აგრეთვე ხაზგასასმელია, რომ რუდი გარსიას გუნდში მეტოქის კონტრშეტევისას ნახევარდაცვისა და დაცვის ხაზები გარკვეულწილად გათიშულად მოქმედებდა და ბევრ რამეს სწორედ მოედნის ცენტრში ორთაბრძოლები გადაწყვეტდა. კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში „ფურია როხასთან“ შეხვედრაში კარვახალის დაჯაბვნა ვერ შეძლო და ახლა ისევ მასთან მოუწევდა თავისი კლასის დამტკიცება. გუშინ ნეაპოლში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელსაც ნგრევა არ მოჰყოლია და გამარჯვების შემთხვევაში, შეიძლებოდა იგივე „სან პაოლოზე“ მომხდარიყო, რაც არ მოხდა.

მატჩი

თამაში გუნდებმა ყოველგვარი დაზვერვის გარეშე, მაღალ ტემპში დაიწყეს. პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, მაგრამ როდრიგოს დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია. მასპინძლებმა შეტევები მოიგერიეს და მეტოქის ნახევარზე აიწიეს. აიწიეს და გაიტანეს კიდეც - კუთხურიდან კვარაცხელიას ჩაწოდებულ ბურთზე ნატანმა ბურთი ხარიხას გაარტყა, დამატებაზე კი ყველას ოსტეგორმა დაასწრო. თუმცა მალე „რეალმა“ ანგარიში ვინისიუსის გოლით გაათანაბრა, რომელსაც პასი ბელინგემმა გაუკეთა, ხოლო ცოტა ხანში მერეტის კარი შესანიშნავი დრიბლინგის შედეგად თავად ჯუდმა დალაშქრა. ცხადი იყო, „ბლანკოსის“ ნახევარდაცვა უკეთ მოქმედებდა და ეს შედეგზეც აისახა. მერე შანსი ნეაპოლელებს მიეცათ, ოსიმენს გატანა კეპამ არ დაანება და პირველი ტაიმი 1:2 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ოსიმენის მოპოვებული პენალტით ზელინსკიმ თანაფარდობა აღადგინა. ხვიჩა უკვე უფრო აქტიურობდა, გარკვეული პერიოდი თამაშს წარმართავდა, პარტნიორებს პასებით ამარაგებდა. მისი დარტყმული მიზანს ასცდა. „ნაპოლი“ ინიციატივას დაეუფლა, თუმცა მოწინააღმდეგემ მალე ბურთი დაიბრუნა და ვინისიუსის დარტყმული ბურთი მერეტმა მოიგერია. შემდეგ ვალვერდეს შორიდან გასროლილი ხარიხიდან მერეტს ზურგში მოხვდა და „სამეფო გუნდი“ დაწინაურდა. აქედან მოყოლებული, მადრიდელებმა ვიზავის სივრცე შეუზღუდეს, დროის გაყვანა დაიწყეს, შტურმზე გადასულმა "ნაპოლიმ" მესამე გოლის გატანა ვერ შეძლო და მარცხი განიცადა.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ ტურნირზე 24 ოქტომბერს ბერლინში „უნიონთან“ გამართავს.

ნეაპოლი. "დიეგო მარადონა"

ნაპოლი - რეალი 2:3
გოლები: 1:0 ოსტეგორი (19), 1:1 ვინისიუსი (27), 1:2 ბელინგემი (34), 2:2 ზელინსკი (54, პენ) 2:3 მერეტი (78, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 42 /
დიდ გუნდებთან უჭირს მთელ გუნდს. ხვიჩასაც და სხვებსაც.
აი, უდინეზესთან ბრწყინავენ!
gzp
04 ოქტომბერი 2023 11:36
8
დიდ გუნდებთან ყველას უჭირს
zaza
04 ოქტომბერი 2023 15:01
0
და რა დაუთმეს რეალს? მესამე გოლი ჯარიმა იყო და ის პირველი ორი ნაპოლი კიარა ვინც გინდა ყოფილიყო, ეს ბელინგემი და ვინისიუსი და ყველა სულელელბი არიან... ასეთი ძლიერი რეალი კარგა ხანია არ ყოფილა... მშვენივრად ეთამაშნენ, ცოტა კლასი დააკლდათ და დაცვაში მეტი ყურადღება...
რა მაფიაა?
04 ოქტომბერი 2023 11:56
2
,,,არავითარი დრამატული მატჩი არ იყო,წააგეს ფაქტით,რეალზე ნაკლები კლასის შემსრულებლებით,გუნდში.რაგბის დროსაც ეს უაზრო კლიშე რომ დააბრევიატურეთ,საქართველომ დრამატულ მატში წააგო,ფიჯისთანო,წააგო ფაქტობრივად,ყველა კომპონენტში,მწვრთნელით დაწყებული,მოთამაშეებით დამთავრებული და ჩვენდა საუბედუროდ,დიდი, უმეტეს შემთხვევაში ნაკლებად შედეგიანი,თავდადებითი ტრამვიანობით,ბიჭების...რაც შეეხება ნაპოლის და კვარაცხელიას.....მერეტზე ძლიერი მეკარე ესაჭიროებათ,ონანას დონეზე არანაკლები,მაინც.კიმის შეცვლელიც ვერ იპოვეს,დამცველის ძიებაში არიან,ნახევარ დაცვაDიც სტაბილურობა ნაკლებია,კონკურენცია ჯი დიდი,ახლებს მეტი დრო უნდა მიეცეთ,ორივე,დანიელი ფეხბურთელიც და .....ლობოტკაზე და ზიელინსკიზე ნაკლებები არ არინ,თუ მეტი არა და ანგისას დონეზე გადიან,ხვიჩამ კი,სანამ თავისი შესაძლებლობების პიკზეა უნდა გაასწროს მაფიოზურ დე ლაურენტისს,დროზე.ოცდა შვიდწლამდე ერთ ერთი დაბალანაზღაურებადია გუნდში და ასეც დარჩება ამ წერილობით კონტრაქტის ბოლომდე,რაც არ უნდა უკეთესად არ ითამაშოს, სინამდვილეში კი,ორ კაცზე მისვლით,დრიბლინგებს საგრძნობლად მოუკლო,ეთი ორჯერ სცადა, ვერ გამოუვიდა,და შეწყვიტა,შიშობს ბურთის დაკარგვას,გუტი,მესხი....,ეგრე არ იქცეოდენ,თუ დაიწყე,ბოლომდე მიაწექი ვერტიკალური პასები კი მართლა კარგი აქვს,მაგრამ უმრავლესობაში ვერ უგებენ,მარტო დიდ თითს უწევს მაღლა,ოსიმჰენი,ზოგჯერ,დაცვაშიც ნაკლებადაა,ერთი ართმევა თამაშში,არაფერია,თუნდაც ფეხებში ჩავარდნით.რეალში თუ გადავა,დროულად,ყველაფერიც უფრო გამოუვა....ნაპოლიმ ,შეიძლება სკუდეტოსთვის ბრძოლა განაგრძოს,და თუ გუნდმა არ მოუმატა,დღევანდელი თამაშით,ძალიან გაუჭირდება, სამეულში მოხვედრაც კი,ჩემპიონთა ლიგაზე კი,მეოთხედ ფინაLში გასვლა,ამ შემადგელობით უკვე დიდი მიღწევა იქნება.., .
ზ.მ.
04 ოქტომბერი 2023 11:20
6
რად შეიკრიბეთ ამდენი საფეხბურთო თვალსაზრისით გამოთაყვანებული და უინტელექტო ნაროდი, რას ეძახით კარგ-მაგარ თამაშს? - პრინციპულ შეხვედრაში შემტევს კარში 0 დარტყმა რომ ექნება და კარისკენ ერთიი,არცერთი წარმატებული დრიბლინგი კარის სიახლოვეს,ყველა წაგებული ორთაბრძოლა, პასების უმეტესობა უკან ან არა ზუსტი გამწვავების გარეშე და... კიდევ რა დარჩა?? უბურთოდ თამაში და დაცვაში გარჯა 0 კი არა უსასრულო ნული აქვს- ბურთის დაკარგვის ან უზუსტო პასის დროს ისე დინჯად-თავჩახრილი ბრუნდება უკან, გეგონება ღრმა ვეტერანი იყის. კუთხურების დროს, როგორც მეტოქის ისე საკუთარ კართან კვარას ფუნქცია გადმოვარდნილი ბურთზე კონტროლია, ხოდა გადახვევით ნახეთ მესამე გოლისას რას აკეთებდა დოინჯშემოყრილი, როდესაც ველვარდემ საკინტროლო გაისროლა....ფლანსზე ტროლეიბუსივით მიჯაჭვული დგომით და ხელების შლით ბევრს ვერაფერს მიაღწევ, მით უმეტეს რომ არ იცი ბურთის მიღებისას რა გააკეთო, გარდა უკან პასისა ანდა ვითომდა მახვილგონივრული ჩაწოდებისა საჯარიმოში ბრძოლაში, ხოლო მისი დრიბლინგები ისეა გაშიფრული, უკვე დიდი ხანია არავის უნახავს სერიოზულ გუნდებთან, ლეჩეს და უდინიზეს დონეზე კიდევ შეიძლება. დრიბლინგის კლასიკური მაგალითი გუშინ აჩვენა ჯუდი ბელინგენმა- წაიღო და დაასრულა.....ვინისიუსმაც თავის საქმე ათიანზე შეასრულა... თქვენ კი იმეორედ ერთი ეგზოტიკური ფრინველივით-კვარა მაგარია,ყველა ბრუნვაში...კი ბატონო მაგარია რაღაც დონეზე და დაბალი დონის გუნდებთან,თორემ რეალის,მილანის,ინტერის ა.შ. დონის გუნდებთან ერთი ჩვეულებრივი-კარგი ფეხბურთელია და სულ ეს არის...სხვათა შორის ნაკრებშიც ასეა-ჩვენსავით მაჩანჩალებთან მაგარია,მაგრამ ძლიერებთან როგორია კი ნახეთ დინამო არენაზე ესპანეთან.
შულაია
04 ოქტომბერი 2023 11:05
10
დაცვას მიხედე ლაურიანტეს დაცვას... რას ერჩით რეალთან ორი გოლის გატანა და კიდევ საკმაო მომენტების შექმნა არავისთვის არ არის ადვილი
rigiti
04 ოქტომბერი 2023 10:20
1
გარსიას ოთხტომეულს მალე ვიხილავთ?
ჯონდო
04 ოქტომბერი 2023 10:10
0
ფრედ რომ დამთავრებულიყო უფრო სამართლიანი იქნებოდა...
ნინო
04 ოქტომბერი 2023 09:58
3
ხვიჩა კვარაცხელია ჩამოყალიბდა ფეხბურთელად, რომელსაც ყველა მწვრთნელი, თვით პაპა კარლოც დიდი სიამოვნებით იხილავს თავის რიგებში და ამას ჩვენ ვნახავთ! რაც შეეხება ნაპოლის, შემადგენლობის სიღრმის დეფიცია რა თქმა უნდა, რომელზედაც თავის დროზე უნდა ეზრუნა ლაურენტისს,როცა კიმ-ს უშვებ,მინიმუმ მისი ნახევარი უნდა მოიყვანო გუნდში.
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
04 ოქტომბერი 2023 09:48
4
გამარჯობა. სპორტალ.გე... რუსულ ენაზე მიმოხილვა მოდაში არის, თუ სავალდებულო არის უკვე??? ქართულად არ შეიძლება?
რამაზ
04 ოქტომბერი 2023 08:16
3
რა გვანახა ამ თამაშმა? კიტხვები! სად იყო კვარა, ოსიმენი? სად იყო ფლანგები? პენალტით მოოოვებული მეორე გოლი! ნაპოლი კრიზასშია!!
Geo
04 ოქტომბერი 2023 06:05
8
რაზე დავფიქრდი იცით? რეალს საქართველოში მცხოვრებ ხალხზე მეტი ქომაგები თუ ჰყავთ კიდევ სადმე სხვა ქვეყანაში პროცენტულად. ?რა თქმა უნდა ესპანეთს და მადრიდს არ ვგულისხმობ. ეს ხალხი ჩრდილოეთ კორეის ხალხს მაგონებენ,რომლებიც კიმ ჩინების დინასტიას გლოვობენ. რეალის წაგებისას. ძალიან სამწუხაროა ეს ამბავი, ასევეა ბარსას ფანებიც. რაც შეეხება თამაშს რეალი უკეთესი იყო, მაგრამ არა აშკარად . ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა. ჩემ აზრს ვამბობ, შეიძლება არ ვარ ობიექტური. იმიტომ რომ არ მინდოდა ნაპოლის წაგება. ხვიჩას თამაში მომეწონა, მაგრამ ვფიქრობ ნერვიულობდა ზედმეტად. ვინც ამბობთ ოლიმპიაკოსის და ტორინოს დონისააო, თქვენც ხომ კარგად ხვდებით რომ ეს ასე არაა და თან თავსაც იმშვიდებთ, ვითომ ბოღმები არ იყოთ. საერთოდ რატომ აკეთებთ კომენტარს.? ამით ვინმეს აღიზიანებთ გგონიათ?
დავით 67
04 ოქტომბერი 2023 04:00
9
არც მიფიქრია ვინმეს დამოძღვრა ლაშას ვენაცვალე))
დავით 67
05 ოქტომბერი 2023 03:38
0
დათუშ სპორტზე ილაპარაკე, ნუ გვმოძღვრავ)
ლაშა
04 ოქტომბერი 2023 10:08
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული