"ნაპოლიმ" მეტოქის კლასი ვერ გადაფარა - რა დააკლდა ხვიჩას და რა "დააშავა" მწვრთნელმა...

AutoSharing Option
"ნაპოლი" ძალიან კი ეცადა, მადრიდის "რეალთან" კლასში სხვაობა შედეგში არ ასახულიყო და ძლიერ მეტოქესთან ფრისთვის მაინც მიეღწია, თუმცა ამ საქმიდან საბოლოოდ არაფერი გამოვიდა და (2:3) დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო ფორმა დომინოს პრინციპს გვაგონებს, ყოველ მატჩში ისე მარტივად უმჯობესდება, როგორც დომინოს ერთი ქვისგან დაწყებული მოძრაობა მარტივად წააქცევს ყველა დანარჩენს. ეს უკვე ახლოსაა იმასთან, რაც წინა წელს იყო...

თუკი გასულ სეზონში ნეაპოლელთა მთავარი ძალები ბურთის კონტროლში იყო და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "მილანთან" იმიტომ დამარცხდნენ, გუნდს ალტერნატიული გეგმა არ ჰქონდა, მადრიდელებთან თავიდანვე "მეორე
ნომრობაზე" მოფიქრალი მასპიძლები ვნახეთ, რომელთაც მეტოქის მიმართ ერთგვარი რიდი და მოკრძალებაც შევნიშნეთ. ამის მიზეზი სხვადასხვაა, ერთ-ერთი კი იმას უკავშირდება, "რეალის" ნახევარდაცვასთან დომინანტი იყო, თითქმის შეუძლებელია. როგორც კი "ნაპოლი" მოწინააღმდეგის კარს მიუახლოვდა, მაშინვე სახიფათო მომენტებს მოუმატა. ხვიჩა კვარაცხელიამ მარტივად და გენიალურად ითამაშა, მოკლე და ჰაეროვნად მსუბუქი პასი გააკეთა, რასაც კუთხური მოჰყვა. "კვარამ" ერთხელაც დაამტკიცა, სტანდარტულების შესრულებაც რომ ეხერხება, მის მახვილგონივრულ შესრულებას მეკარის შეცდომაც დაემატა და ანგარიში გაიხსნა.

ყველაზე საშიში რაც იყო, მოხდა - ნეაპოლელებმა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს და საკუთარ კარში გოლი მიიღეს. კაპიტანმა უყურადღებოდ ითამაშა და შესაძლოა, ამას დი ლორენცოს თამაშს საბოლოო დაღიც დაასვა. ამის შემდეგ რუდი გარსიას გუნდის უკვე ტრადიციად ქცეული შეცდომები გაგრძელდა - დაცვასა და მინდვრის ცენტრში. მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს და მიუხედავად მეტოქის გამართლებისა, ანგარიშის შენარჩუნებისთვის ბევრი ვერაფერი შეძლეს.

Sportall.Ge

გარსიას ჩამოყალიბება მაინც გაუჭირდა, მისაღები ფრის პირობებში როგორი თამაში ჯობდა, გუნდს შეტევის რესურსი ჰქონდა, უფრო კი ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრობდა. ამ დროს აქცენტი თითქოს ცენტრის გაძლიერებაზე უნდა გაკეთდეს, ზელინსკის ნაცვლად კი მინდორზე რასპადორი ვიხილეთ. მანამდე ამას ლუკა მოდრიჩის შემოსვლაც დაემატა და ამან თავისი ლოგიკური შედეგი მოიტანა. კაიუსტე ადრე უნდა გამოჩენილიყო. 

მადრიდის "რეალის" ცენტრალური მცველები მაღალ ჩაწოდებებზე საკმაოდ ცდებოდნენ. ამ ფონზე, ვიქტორ ოსიმენისგან მეტ აქტიურობას და პროდუქტიულობას ველოდით. ნიგერიელი პრესინგზეც არ იყო ისეთი შედეგიანი, როგორც გვინახავს. გასაგებია, რომ მას ბურთით სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდნენ, თუმცა ასეთ პირობებში თამაშსაც შეჩვეულია. უნდა აღვნიშნოთ, რომ პოლიტანომ ძალიან ბევრი სამუშაო გასწია.

ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან კარგი თამაში ჰქონდა. ამ დონის რამდენიმე მეურვის პირობებში არც დრიბლინგი დაუკლია, არც გამამწვავებელი პასი და არც მოძრაობა. ჩვენი მიზანია, ხვიჩა იდეალურ ფორმას მიუახლოვდეს, ამიტომ სულ უნდა მივუთითოთ ისეთ ასპექტებზე, რაც გამოსასწორებელი აქვს. ქართველი გარემარბი გადამწყვეტ მომენტებში კარში უფრო ხშირად, მშვიდად და ზუსტად უნდა ურტყამდეს. თუნდაც შორიდან დარტყმას იქნებ გამართლება მოჰყვეს, ვალვერდეს გოლი ხომ ამ კატეგორიიდან იყო. "კვარას" წინააღმდეგ იმხელა მობილიზებაა, დარტყმებს უფრო ხშირად უბლოკავენ და ამ მხრივ მეტი მუშაობაა საჭირო.

ხვიჩას "სამეფო კლუბისთვის" გატანის საშუალება მალე ისევ ექნება, ახლა კი თუ რამე აკლდა მის თამაშს, მხოლოდ გოლი იყო!..

alt"ნაპოლი" დრამატულ მატჩში "რეალთან" დამარცხდა [VIDEO]

altშეფასებები: საუკეთესო ბელინგემი, კვარაცხელია კი - ერთ-ერთი საუკეთესო

მკითხველის კომენტარები / 38 /
ნაპოლის პრობლემა არის სუსტი დაცვა და არც მეკარე ჰყავთ ვარსკვლავური, ერთადერთი დი ლორენცო არის შედარებით ძლიერი დაცვაში და მანაც შეცდომა დაუშვა გუშინ, ნაპოლის პრაქტიკულად არ აქვს გრძელი პასები, სანამ 5-6 მოკლე გადაცემას გააკეთებენ მანამდე არ მიდის ბურთი ხვიჩამდე და ამ დროს უკვე მინიმუმ ორი კაცი აზის ფეხზე.
Givi
14:34 04-10-2023
0
რეალის ფანი ვარ დიდი ხანია და ვიცი რეალის კლასი. ეს თამაში თავიდანვე რეალის მოგებული მეგონა მარა ისე წარიმართა რო არ იმსახურებდა ნაპოლი წაგებას. ობიექტურად ვიძახი.
არ მიყვარს კონკრეტულ ფეხბურთელზე რამის გადაბრალება მარა დილორენცოს რომ ის შეცდომა არ დაეშვა და პირდაპირ ვინისთვის არ მიეცა ბურთი, ეგ თამაში წაგებით არ დასრულდებოდა.
მთელი ბავშვობა მართლა კროოსს, მოდრიჩს, ნაჩოს და მაგათ თამაშს ვუყურებ, გუნდს ისეთი გამოცდილება და კლასი უმაგრებს ზურგს, არ დაესიზმრება ნაპოლის და კიდე ბევრს.
კვარას კიდე ის სასწაული მომენტი უნდა გამოეყენებინა. ასეთ მეტროქესთან შეიძლება ერთი მომენტი მოგეცეს მარტო.
მიხარია რო კარგად ითამაშა კვარამ. უფრო უკეთაც შეეძლო, აი ლივერპულთან რო იფრინა ისე.
უმაგრესი ბიჭია და კიდე ბევრჯერ გვექნება მისი ლამაზი მომენტები.
Spain
12:13 04-10-2023
0

სიახლეები პოპულარული