თუკი გასულ სეზონში ნეაპოლელთა მთავარი ძალები ბურთის კონტროლში იყო და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "მილანთან" იმიტომ დამარცხდნენ, გუნდს ალტერნატიული გეგმა არ ჰქონდა, მადრიდელებთან თავიდანვე "მეორე
ყველაზე საშიში რაც იყო, მოხდა - ნეაპოლელებმა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს და საკუთარ კარში გოლი მიიღეს. კაპიტანმა უყურადღებოდ ითამაშა და შესაძლოა, ამას დი ლორენცოს თამაშს საბოლოო დაღიც დაასვა. ამის შემდეგ რუდი გარსიას გუნდის უკვე ტრადიციად ქცეული შეცდომები გაგრძელდა - დაცვასა და მინდვრის ცენტრში. მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს და მიუხედავად მეტოქის გამართლებისა, ანგარიშის შენარჩუნებისთვის ბევრი ვერაფერი შეძლეს.
გარსიას ჩამოყალიბება მაინც გაუჭირდა, მისაღები ფრის პირობებში როგორი თამაში ჯობდა, გუნდს შეტევის რესურსი ჰქონდა, უფრო კი ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრობდა. ამ დროს აქცენტი თითქოს ცენტრის გაძლიერებაზე უნდა გაკეთდეს, ზელინსკის ნაცვლად კი მინდორზე რასპადორი ვიხილეთ. მანამდე ამას ლუკა მოდრიჩის შემოსვლაც დაემატა და ამან თავისი ლოგიკური შედეგი მოიტანა. კაიუსტე ადრე უნდა გამოჩენილიყო.
მადრიდის "რეალის" ცენტრალური მცველები მაღალ ჩაწოდებებზე საკმაოდ ცდებოდნენ. ამ ფონზე, ვიქტორ ოსიმენისგან მეტ აქტიურობას და პროდუქტიულობას ველოდით. ნიგერიელი პრესინგზეც არ იყო ისეთი შედეგიანი, როგორც გვინახავს. გასაგებია, რომ მას ბურთით სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდნენ, თუმცა ასეთ პირობებში თამაშსაც შეჩვეულია. უნდა აღვნიშნოთ, რომ პოლიტანომ ძალიან ბევრი სამუშაო გასწია.
ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან კარგი თამაში ჰქონდა. ამ დონის რამდენიმე მეურვის პირობებში არც დრიბლინგი დაუკლია, არც გამამწვავებელი პასი და არც მოძრაობა. ჩვენი მიზანია, ხვიჩა იდეალურ ფორმას მიუახლოვდეს, ამიტომ სულ უნდა მივუთითოთ ისეთ ასპექტებზე, რაც გამოსასწორებელი აქვს. ქართველი გარემარბი გადამწყვეტ მომენტებში კარში უფრო ხშირად, მშვიდად და ზუსტად უნდა ურტყამდეს. თუნდაც შორიდან დარტყმას იქნებ გამართლება მოჰყვეს, ვალვერდეს გოლი ხომ ამ კატეგორიიდან იყო. "კვარას" წინააღმდეგ იმხელა მობილიზებაა, დარტყმებს უფრო ხშირად უბლოკავენ და ამ მხრივ მეტი მუშაობაა საჭირო.
ხვიჩას "სამეფო კლუბისთვის" გატანის საშუალება მალე ისევ ექნება, ახლა კი თუ რამე აკლდა მის თამაშს, მხოლოდ გოლი იყო!..
"ნაპოლი" დრამატულ მატჩში "რეალთან" დამარცხდა [VIDEO]
შეფასებები: საუკეთესო ბელინგემი, კვარაცხელია კი - ერთ-ერთი საუკეთესო
არ მიყვარს კონკრეტულ ფეხბურთელზე რამის გადაბრალება მარა დილორენცოს რომ ის შეცდომა არ დაეშვა და პირდაპირ ვინისთვის არ მიეცა ბურთი, ეგ თამაში წაგებით არ დასრულდებოდა.
მთელი ბავშვობა მართლა კროოსს, მოდრიჩს, ნაჩოს და მაგათ თამაშს ვუყურებ, გუნდს ისეთი გამოცდილება და კლასი უმაგრებს ზურგს, არ დაესიზმრება ნაპოლის და კიდე ბევრს.
კვარას კიდე ის სასწაული მომენტი უნდა გამოეყენებინა. ასეთ მეტროქესთან შეიძლება ერთი მომენტი მოგეცეს მარტო.
მიხარია რო კარგად ითამაშა კვარამ. უფრო უკეთაც შეეძლო, აი ლივერპულთან რო იფრინა ისე.
უმაგრესი ბიჭია და კიდე ბევრჯერ გვექნება მისი ლამაზი მომენტები.
იმედია დაადუღებს ნაპოლი და ხვიჩა რეალს თავისივე სტადიონზე ))
ბილინგემი უმაგრესი ფეხბურთელია, ტოპ ლიგიდან გადმოვიდა და პირველივე სეზონში ძაან მაგარ შედეგს დებს თუმცა აწი რა იქნება არვიცით. ჩავარდნა ექნება აუცილებლად და საინტერესოა თუ გაუძლებს ვინიციუსივით სამეფო კლუბის ზეწოლას.
ხვიჩა მათ არაფრით ჩამოუვარდება, საერთოდ არაფრით. ხვიჩა პირველია, ვინც არატოპ ჩემპიონატიდან გადავიდა ტოპში და პირველივე სეზონში საოცრებები ქნა.
გუშინ სულ მილიმეტრები დააკლდა გამარჯვებისა გოლს და ბილინგემზე და ვინიზე აღარავინ ილაპარაკებდა თამაშის მერე.
აი ეგ გამოცდილება რომ მოუვა და ეგეთ მომენტებს აღარ გააფუჭებს, უკვე უდიდესების რიგებში ჩაეწერება, თუმცა მსოფლიო პრესაში რასაც ვკითხულობ, უკვე კარგა ხანია ჰყავთ ამ რიგებში ჩაწერილი.
სულ ცოტა იღბალი ჭირდება.
ნაჩოს რომ ფეხებს შორის გაუძვრინა ბურთი და კარვახალსაც რეები გაუკეთა მაგაზე აღარ ვსაუბრობ
ნაპოლი კარგი გუნდია, იტალიის ჩემპიონატის შესაბამისად თამაშობს, მაგრამ გრანდებამდე შორს არის.
გუშინდელმა თამაშმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ უნდა შეიქმნას სუპერლიგა. რა საყირებელია იგივე ნაპოლის და ლეჩეს თამაში? ანდა რეალის და ჰეტაფეს?განა არ სჯობს კვირაში ერთხელ უყურო მაღალი დონის ფეხბურთს , ვიდრე ჩანჩალა გუნდების წვალებას.