ბრატისლავურ გუნდში გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს და ყვითელი ბარათები მიიღეს.
"სლოვანი", რომელსაც სლოვენიაში საქომაგოდ 1 200 გულშემატკივარი გაჰყვა, უპირატესობას ფლობდა. პირველ ტაიმში ჩავრიჩმა კაშიას პასი მიიღო, საჯარიმოში წააქციეს, პენალტი კი ვაისმა ვერ გამოიყენა. 54-ე წუთზე მასპინძელთა კარში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და ჩავრიჩმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
„სლოვანი“ 6 ქულით ლიდერია და ტურნირზე შემდეგ მატჩს 26 ოქტომბერს სტუმრად „ლილთან“ გამართავს.
ლიუბლიანა. „სტოჟიცე“
ოლიმპია - სლოვანი 0:1
გამოიყენებელი პენალტი: ვაისი (28)