შუა კვირაში ორივე გუნდმა ევროტურნირებზე ითამაშა. ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" (2:3) დამარცხდნენ, "იები" კი კონფერენს ლიგაზე "ფერენცვაროშს" (2:2) დაუზავდნენ. ასე რომ, როტაცია მოსალოდნელია.
ხვიჩა
"ფიორეს" რიგებში არგენტინელი ნიკო გონსალესი გამოირჩევა, რომელსაც 4 გოლი და 1 "ასისტი" აქვს; აქაა ბრაზილიელი არტურ მელო, რომელიც "ბარსელონასა" და "იუვენტუსიდან" გვახსოვს, ასევე, ვეტერანი ჯაკომო ბონავენტურა. დოდო ტრავმირებულია, კვარაცხელიასთან უშუალო დაპირისპირება კი 19 წლის ნატურალიზებულ იტალიელს, მიშელ კაიოდეს მოუწევს. ის მაღალრეიტინგული მცველია, 19-წლამდელთა ნაკრებიდან ახალგაზრდულში ახლახან დააწინაურეს, მაგრამ ბუნებრივია, რომ 77-ე ნომერს ერთი მეურვის ამარა არავინ დატოვებს. "კვარადონამ" ჯერ მხოლოდ ერთი გაიტანა, მაგრამ 3 შედეგიანი პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს. იტალიანოს გუნდს ამბიცია გააჩნია, ფავორიტს აჯობოს.
რუდი გარსია რაჰმანის გამოჯანმრთელებას ამაოდ ელოდა, ჟესუსის თამაში კი გამორიცხული იყო. კვარაცხელია-ოსიმენის დუეტს, შესაძლოა, რასპადორი დაემატოს. "ნაპოლის" სრული კონცენტრაცია მართებს.
ტურის დასკვნით მატჩს 40 წლის ფედერიკო ლა პენა განსჯის, რომელიც ნეაპოლელების შეხვედრას ბოლოს 15 აპრილს, "ვერონასთან" უგოლო (0:0) ფრის დროს მოემსახურა.
"კვარა "რეალთან" ჩრდილში იყო" - კასანომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
"ნაპოლიმ" მეტოქის კლასი ვერ გადაფარა - რა დააკლდა ხვიჩას და რა "დააშავა" მწვრთნელმა...