გარსია კვარაცხელიას ლიდერებში არ მოიაზრებს - Corriere dello Sport-ი დეტალებზე წერს

AutoSharing Option
"ნაპოლის"ახალი მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია მუდამ იტალიური პრესის ყურადღების ცენტრშია. მოგეხსენებათ, "პარტენპეიმ"მისი ხელმძღვანელობით სეზონი მძიმედ დაიწყო, ფრანგი სპეციალისტი კი ქომაგებისა და ჟურნალისტებისგან დიდ ზეწოლას განიცდის.

ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის ცნობით, გარსიამ ლიდერთა საბჭო შექმნა, რომელშიც "ნაპოლის"შვიდი მოთამაშე შედის. ისინი გუნდის ლიდერებად მოიაზრებიან, მათ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებთან ურთიერთობის დალაგება და კომუნიკაცია ევალებათ.

საინტერესოა, რომ აღნიშნულ სიაში ვერ მოხვდა გუნდის ორი ლიდერი - ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი.

7-კაციანი საბჭო ასე გამოიყურება: მარიო რუი, ამირ რაჰმანი, ხუან ჟესუსი, ჯოვანი დი
ლორენცო, ფრანკ-ზამბო ანგისა, პიოტრ ჟელინსკი, ალექს მერეტი.

alt"ჩემს გუნდთან მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს... რუის აგენტი ტირილს აგრძელებს..." - რა თქვა გარსიამ "ფიორენტინასთან" მატჩის წინ

altრუდი გარსია: "კვარა" ბედნიერი და უნიკალურია - "რეალთან" წარმატების ურიგო შანსი არ გვექნება

alt"ჩემპიონობა არ მაინტერესებს" - რა უთხრა დე ლაურენტისმა გარსიას "ბოლონიასთან" მატჩის შემდეგ
 

მკითხველის კომენტარები / 19 /
ამათი საქმეა საბჭო და ლალ-ლაი, კვარას და ოსის გოლების გატანა.დ
ეეე
17:35 08-10-2023
1
გარსიას შემდეგი ნაბიჯი გუნდში მინისტრთა საბჭოს ჩამოყალიბებაა! ამაზე იტყვიან: "წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო". შეამჩნევდით ალბათ რეალთან მატჩის დროს მუდმივად რაღაცას გამალებით იწერდა - "აკონსპექტებდა". მაგის ბოლო "გოუ აუტ"-ია!
ვაჟა მასწ.
18:49 08-10-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული