"აიაქსის" თამაში კრიტიკას ვერ უძლებს - მიქაუტაძის ახალი პოზიცია და მარცხი "ალკმაართან"

AutoSharing Option
ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-8 ტურში "აიაქსმა" "ალკმაარს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

ამსტერდამელთა რიგებში გიორგი მიქაუტაძემ თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, თუმცა 41-ე წუთზე ტრავმირებული ვან აქსელ დონგენი ქართველმა შეცვალა. უნდა აღინიშნოს, რომ მიქაუტაძე შეტევის მარცხენა ფლანგზე მოქმედებდა, რაც მისთვის საუკეთესო პოზიცია ნამდვილად არ გახლავთ.

პირველი ტაიმი ორმხრივი შეტევების ფონზე წარიმართა, 45-ე წუთზე "ალკმაარის" შემტევმა ვანგელის პავლიდისმა ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში ბურთს "აიაქსი" ფლობდა, თუმცა მეტოქის კართან სახიფათო მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა. 55-ე წუთზე დანი დე ვიტმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.

73-ე წუთზე ბრანკო ვან დენ ბომენმა ანგარიშის შემცირება მოახერხა, თუმცა
მატჩში აღარაფერი შეცვლილა.

ამრიგად, "აიაქსი" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 5 ქულით მე-16 ადგილს იკავებს, შტეინის გუნდი მორიგ შეხვედრას. 22 ოქტომბერს "უტრეხტის" წინააღმდეგ გამართავს.

"ალკმაარი" ამ მომენტისთვის 22 ქულით 1-ელ ადგილზეა, პასკალ იანსენის გუნდი 21 ოქტომბერს "ჰერენვენს" შეხვდება.

alt"ვაალვიკისა" და "აიაქსის" მატჩი მეკარის უმძიმესი ტრავმის გამო შეწყდა [VIDEO]

altქაოსი ამსტერდამში - რა ხდებოდა "აიაქსის" სტადიონთან "ფეიენოორდთან" მატჩის შეწყვეტის შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
გამაგიჟებენ, ესენი ვინები არიან ტო! ტოტალიზატორის მამები არიან ტოო
კრუიფი
11:28 11-10-2023
0
კრუიფის და არველაძის წარმომშობეელიიი
აიაქსი არწივების დედამშობელიიი
11:17 11-10-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული