ამსტერდამელთა რიგებში გიორგი მიქაუტაძემ თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, თუმცა 41-ე წუთზე ტრავმირებული ვან აქსელ დონგენი ქართველმა შეცვალა. უნდა აღინიშნოს, რომ მიქაუტაძე შეტევის მარცხენა ფლანგზე მოქმედებდა, რაც მისთვის საუკეთესო პოზიცია ნამდვილად არ გახლავთ.
პირველი ტაიმი ორმხრივი შეტევების ფონზე წარიმართა, 45-ე წუთზე "ალკმაარის" შემტევმა ვანგელის პავლიდისმა ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმში ბურთს "აიაქსი" ფლობდა, თუმცა მეტოქის კართან სახიფათო მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა. 55-ე წუთზე დანი დე ვიტმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
73-ე წუთზე ბრანკო ვან დენ ბომენმა ანგარიშის შემცირება მოახერხა, თუმცა
ამრიგად, "აიაქსი" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 5 ქულით მე-16 ადგილს იკავებს, შტეინის გუნდი მორიგ შეხვედრას. 22 ოქტომბერს "უტრეხტის" წინააღმდეგ გამართავს.
"ალკმაარი" ამ მომენტისთვის 22 ქულით 1-ელ ადგილზეა, პასკალ იანსენის გუნდი 21 ოქტომბერს "ჰერენვენს" შეხვდება.
"ვაალვიკისა" და "აიაქსის" მატჩი მეკარის უმძიმესი ტრავმის გამო შეწყდა [VIDEO]
ქაოსი ამსტერდამში - რა ხდებოდა "აიაქსის" სტადიონთან "ფეიენოორდთან" მატჩის შეწყვეტის შემდეგ [VIDEO]
კვარამ ეს უნდა გაითვალისწინოს.