"აიაქსის" თამაში კრიტიკას ვერ უძლებს - მიქაუტაძის ახალი პოზიცია და მარცხი "ალკმაართან"

AutoSharing Option
ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-8 ტურში "აიაქსმა" "ალკმაარს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

ამსტერდამელთა რიგებში გიორგი მიქაუტაძემ თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, თუმცა 41-ე წუთზე ტრავმირებული ვან აქსელ დონგენი ქართველმა შეცვალა. უნდა აღინიშნოს, რომ მიქაუტაძე შეტევის მარცხენა ფლანგზე მოქმედებდა, რაც მისთვის საუკეთესო პოზიცია ნამდვილად არ გახლავთ.

პირველი ტაიმი ორმხრივი შეტევების ფონზე წარიმართა, 45-ე წუთზე "ალკმაარის" შემტევმა ვანგელის პავლიდისმა ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში ბურთს "აიაქსი" ფლობდა, თუმცა მეტოქის კართან სახიფათო მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა. 55-ე წუთზე დანი დე ვიტმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.

73-ე წუთზე ბრანკო ვან დენ ბომენმა ანგარიშის შემცირება მოახერხა, თუმცა
მატჩში აღარაფერი შეცვლილა.

ამრიგად, "აიაქსი" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 5 ქულით მე-16 ადგილს იკავებს, შტეინის გუნდი მორიგ შეხვედრას. 22 ოქტომბერს "უტრეხტის" წინააღმდეგ გამართავს.

"ალკმაარი" ამ მომენტისთვის 22 ქულით 1-ელ ადგილზეა, პასკალ იანსენის გუნდი 21 ოქტომბერს "ჰერენვენს" შეხვდება.

alt"ვაალვიკისა" და "აიაქსის" მატჩი მეკარის უმძიმესი ტრავმის გამო შეწყდა [VIDEO]

altქაოსი ამსტერდამში - რა ხდებოდა "აიაქსის" სტადიონთან "ფეიენოორდთან" მატჩის შეწყვეტის შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
გამაგიჟებენ, ესენი ვინები არიან ტო! ტოტალიზატორის მამები არიან ტოო
კრუიფი
11 ოქტომბერი 2023 11:28
0
კრუიფის და არველაძის წარმომშობეელიიი
აიაქსი არწივების დედამშობელიიი
11 ოქტომბერი 2023 11:17
0
გენაცვალეთ მე თქვენ. ეუფ, რას დაფრინავენ ეს U21-ზე დასვენებული ბიჭები !!!!! კიდევ კარგი დაისვენეს. აქეთ ამან, იქეთ დონაკვარამ. თორემ, მამარდამ და ზურიკომ რომ არ უღალატეს თანაგუნდელებს იმიტომაც არიან გამოწურული ლიმონებივით
დინამოელი
09 ოქტომბერი 2023 02:59
7
ამ ზაფხულს U21-ერთელებმა ვინც ითამაშეს ხო დაბრდღვნეს თავიანთ კლუბებში ყველაფერი!!!ან საქართველოს ჩემპიონატში ან უცხოეთში სადაც თამაშობენ,უფრო სწორად სკამს სადაც ახეხინებენ!!!გინდ შეწვი გინდ მოხარშე ფეხბურთელები გვყვავს ჩვენ და ამას შეეგუეთ, არც ახალგაზრდულები ბრწყინავენ და არც მთავარი ნაკრების ფეხბურთელები!!!!მაჩანჩალებიიიი
დინამოელ- ს
09 ოქტომბერი 2023 15:29
1
ნუ აპიარებთ ამ მიქაუტაძეს. ვერ ქაჩავს ფაქტია. გუნდი რა შუაშია? თვითინ რა, ბრწყინავს? ეს საშუალო დონეც არაა ფეხბურთში. შეცდნენ, რომ ძვირი გადაიხადეს, ახლა მიხვდნენ, მაგრამ რა აზრი აქვს.
ახალგაზრდულში ისე არ აკადრეს (ან არ იკადრა) თამაში, თითქოს მარადონა გვყავდა :):)
აკაკი
09 ოქტომბერი 2023 01:39
20
რას ქვია გუნდი რა შუაშია, ვერ ხედავთ, რომ ბანდაა და არა გუნდი, არანაირი ტაქტიკა და მონახაზი, ყველა ცდილობს დაამტკიცოს, თუ თვითონ რა მაგარია. ვინ სად დარბის, ცაცი ვერ გაიგებს. ამას ვინც ვერ ამჩნევს, ფეხბურთს არ უნდა უყურებდეს. მიქაუტაძე არის ტოპ თავდამსხმელი, რაც არაერთჯერ დაამტკიცა და კიდევ ბევრჯერ დაამტკიცებს. ეს ცხოვრებით ნაუდაჩნიკები სხვის კრიტიკაში მაგრები ხართ.
არ უყურო ძმა ფეხბურთს, არაა ეს შენი საქმე
09 ოქტომბერი 2023 11:51
0
მიქაუტაძეს არ გაუმართლა.ასე ცუდად აიაქსს არ დაუწყია არასდროს სეზონი.ამით მის დონეს ვერ განსაზღვრავ.აიაქსი სამეულშიც რომ ვერ შედის ესეც ჩავარდნაა და ასე აუთსაიდერის ადგილზე ყოფნა,კატასტროფა:მე ვიძახდი არ უნდა წავიდეს მეთქი არსად.ჯერ ერთი ერთი სრული სეზონი არ უთამაშია მაღალ დობეზე.ბელგიის ქვედა ლიგა და ერთი სეზონი მგონი ზედა.ბოლო კიდე საფრანგეთის ქვედა ლიგაში.აი რატო უნდა წასულიყო მეციდან.საფრანგეთს ჰოლანდიამ გაასწრო რეიტინგში მარა მაინც დონით საფრანგეთი ჯობს.მერე როცა მეცთან ერთად ქვედა ლიგიდან გადმოდი.ხო უნდა მოსინჯო ძალები მასთან ერთად ერთი სრზონი მაინც.თან ათამაშებდნენ,აფასებდნენ.არც ყავთ მეტი გამტანი.თან საფრანგეთი მისი სამშობლოა იქ დაიბადა,ენაც იცის და ადაპტირება არ დაჭირდებოდა.ისე წავიდა თითქოს რამოდენინე სეზონი ითამაშა მეცში და ამოწურა თავისი თავი.არაა ასე.ერთ სეზონში გუნდს არავინ იცვლის ნორმალური ფეხბურთელი.რა ცუდი გამოცდილება იქნებოდა პსჟ,მონაკო,ლიონი,მარსელი,ლილი.მითუმეტეს აიაქსი ჩემპიონთა ლიგაზე არ იყო რომ ნაგიტო გადასულიყო.ასევე აიაქსი წარსულის დიდი გუნდია.მანდ გადასვლა წარმატებაა როცა აი მაგალითად პოლონეთიდან გადახვალ.
გოგა
09 ოქტომბერი 2023 00:56
1
მიქაუტაძე არის ერთი უსახური დაბსლი მესამე ლიგის ფეხბურთელი.რა უნდა ასეთ არსებას აიაქსში
Andro
08 ოქტომბერი 2023 21:34
72
ღირს ასეთ კომენტარზე გამოხმაურება?! :-)
გიორგი
08 ოქტომბერი 2023 22:57
1
ლოჩოშვილმა წითელი ბარათი მიიღო და მოენდიდან გააძევეს,რა ეშველება ჩვენ ნაკრებს ასეთ საშინელ ფორმაში მყოფი ლეგიონერებით????
**
08 ოქტომბერი 2023 21:20
3
ნაკრები თორე აქ აზრი რამეს მეგობარო, ფორმალობაა ეს სანაკრებო პაუზა ჩვენთვის, მეტი არაფერი
რაბუ
08 ოქტომბერი 2023 23:47
2
რა დროც მიიღო სათამაშოდ, ისე დასეირნობდა მოედანზე მიქაუტაძე, თოთქოს ლიონელ მესი იყოს და შვიდჯერ ჰქონდეს ოქროს ბურთი მოგებული. ასეთი თამაშით საქართველოს პირველობაზეც არ ათამაშებენ.
ფეხბურთი
08 ოქტომბერი 2023 19:38
12
ძაან ცუდად თამაშობდა აიაქსი.
ზურა
08 ოქტომბერი 2023 19:08
0
მიქაუტაძეს პასს არ აძლევდნენ, აშკარაა! არ უნდა წასულიყო თავისი გუნდიდან!
კვარამ ეს უნდა გაითვალისწინოს.
SOS!!!
08 ოქტომბერი 2023 19:06
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული