მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი კიდევ უფრო გაიზარდა

AutoSharing Option
Transfermarkt-მა ლა ლიგის ფეხბურთელების ფასები განაახლა, რომლის მიხედვით "ვალენსიას" 23 წლის მეკარის გიორგი მამარდაშვილის ღირებულებამ კიდევ უფრო მოიმატა.

მამარდაშვილი, რომელიც სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს და მუდმივად ტოპ 5-ის სხვადასხვა კლუბების ინტერესის სფეროშია, 5 მილიონი ევროთი გაძვირდა და მისთვის სარეკორდო 30 მილიონს მიაღწია.

პრიმერას წარმომადგენლებიდან ყველაზე მეტად, 30 მილიონით "რეალის" 20 წლის ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი გაძვირდა და მისმა ფასმა 150 მილიონი შეადგინა. მეორე ადგილზე ამ მონაცემებით "ბარსელონას" თავდამსხმელი ლამინ იამალია (+25 მლნ - 50 მლნ), მესამეზე "სოსიედადის" ფორვარდი ტაკეფუსა კუბო (+25 - 50),
ხოლო მეოთხეზე "ვალენსიას" 20 წლის ნახევარმცველი ხავი გერა (+18 - 20).

მკითხველის კომენტარები / 4 /
მამარდა მთელი გუნდის იმედია. ტოპ მეკარე უმაგრებს ზურგს ბიჭებს ✌️
კვარაისტი
04:02 14-10-2023
0
რომელი ?
ირაკლი
22:42 13-10-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული