კლაუდიო ონოფრი: ქორწინება კვარაცხელიას სულიერ სიმშვიდეს მოჰგვრის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ მცხეთაში, დედათა მონასტერში ჯვარი დაიწერეს. ქართველი ფეხბურთელის დაქორწინებაზე Radio Punto Nuovo-ს ეთერში კომენტარი "ჯენოას" ყოფილმა მცველმა და მწვრთნელმა კლაუდიო ონოფრიმ გააკეთა:

"ახალგაზრდულ ასაკში დაქორწინებას ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისეთი ყურადღების ცენტრში ხარ, როგორც კვარაცხელიაა. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ნაბიჯი, რომელიც ფსიქოლოგიურად სულიერ სიმშვიდეს მოჰგვრის. როდესაც მშვიდი მეუღლე ასეთივე სიმშვიდეს გადმოგცემს, მართლაც მნიშვნელოვანია. დანარჩენი მოე
დანზე გამოჩნდება".

იტალიური პრესის ცნობით, ხვიჩა ნეაპოლში დღეს უნდა დაბრუნდეს.

მკითხველის კომენტარები / 38 /
ღმერთმა დაგლოცოთ, საამაყო წყვილო! გამრავლდით და იბედნიერეთ, ნიცა და ხვიჩა!
გისურვებთ, თქვენ მიერ შექმნილი ოჯახი სამაგალითო ყოფილიყოს ყველასთვის!
გიყვარდეთ ერთმანეთი უკუნითი უკუნისამდე
ბესო შიოშვილი
03:47 17-10-2023
2
ხვიჩა მეფე ხარ და იმეფე ჩემო უცნობო ძმაო. ამას ქართველი ამერიკელი ჩარლი გეუბნები ქუთაისიდან ცოლი ამ ქალაქიდან მყავს გავა დრო პეროდი და იმ ჩემ წიგნებში შენც მოხვდები რასაც გამუდმებით ვწერ და ვწერ ეს კი ჩემი "სტიქიაა" და მეც გავუთქვამ ამ პატარა მაგრამ დიად ქვეყანას სახელს ამაში სულ დარწმუნებული ვარ. მთიანი ვაიომინგის დასერილ ველებში გაზრდილი ბიჭი ჩარლი რიმელიც მოწოდებით რომანტიკოსია და რომანტიკას სევდა უყვარს. ალბათ დროს ავცდი მე წინა საუკუნეშუ უნდა დავბადებულიყავი მაგრამ ამ ეპოქასაც არ ვენდურები დდ:
ჩემ გონებაში მარტინ იდენი ჩრდილოეთის ვრცელ შტატებში ეხლაც იმ ტრამალ/ტყეებში მოგზაურობს ჩემთან ერთად. როდესაც ცხოვრების სევდა ბურუსში მახვევს კომპასი ლიტერატურაა. ჩემთვის ყველაფერი ჩემი გარდაცვლილი დედაა, ჩემი დედა მდინარე კი მისისიპია რომლის ნაპირებიც პირველად დედამ მანახა რამაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემ ცნობიერებაზე. და რამდენი ხანიც მისისიპი არ დაშრება იმდენი ხანი იარსებებს ლიტერატურა, რომანტიკა, სევდა და ადამიანში სულიერება. მგონი გადავუხვიე მაგრამ იმედია არ გამკიცხათ. ხვიჩა ყოველთვის პირველი იქნები
Charley
03:58 17-10-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული