"კვარაცხელიაზე მისი ნათქვამით შოკში ჩავვარდი" - იტალიელი ჟურნალისტი დე ლაურენტისზე

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი მიკელე კრიშიტელო აურელიო დე ლაურენტისის პრესკონფერენციას გამოეხმაურა. "ნაპოლის" პრეზიდენტმა გუშინ ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა. 72 წლის კინოპროდიუსერმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია არა კლუბის იმჟამინდელმა სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ, არამედ თავისმა შვილმა აღმოაჩინა.

"მის საუბარს დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ვუსმინე, სიმართლე გითხრათ, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჟურნალისტები ზედმეტად ლმობიერები იყვნენ, თითქოს დე ლაურენტისი თავის მეგობრებს ესაუბრებოდა. განსაკუთრებით გამაოცა მისმა ნათქვამმა ხვიჩა კვარაცხელიაზე. თუ ეს მართლაც ასე იყო, რატომ არ თქვა უფრო ადრე?", - განაცხადა კრიშიტელომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია
A-ს მორიგ მატჩს 21 ოქტომბერს, გასვლაზე "ვერონას" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

altდე ლაურენტისი: "კვარა" ჯუნტოლიმ კი არა, ჩემმა შვილმა აღმოაჩინა

altვის შეხვდება საქართველოს ნაკრები ევროპირველობის გზაზე - მეტოქეები შეიცვალა, ბერძნებს კვარაცხელიას გოლი ისევ ახსოვთ...

altხვიჩა კვარაცხელია: უკვე მარტის საპლეიოფო მატჩებისთვის ვემზადებით

მკითხველის კომენტარები / 1 /
sos. ამ წუთას "Fc Napoli" საიტზე ხვალინდელი თამაშის პროგნოზირების სტატიაში წავიკითხე, რომ თურმე კვარა ყოფილა ალბანელი. ე.ი. გამოდის, რომ იმის მტკიცებაცაა საჭირო, რომ კვარა ქართველია? ქართველო ჟურნალისტებო გაეცით პასუხი!!!
ვაჟა მასწ.
01:35 21-10-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული