მიქაუტაძის "აიაქსს" ახალი მწვრთნელი შეურჩიეს - ის ამსტერდამულ გუნდში უკვე მუშაობდა

AutoSharing Option
Voetbal International-ის ცნობით, გიორგი მიქაუტაძის "აიაქსის" ახალ მწვრთნელად სეზონის ბოლომდე 59 წლის ჯონ ვან სხიპს დანიშნავენ.

ამსტერდამულ გუნდს ევროპის ლიგაზე "ბრაიტონთან" მატჩში ჰედვიგს მადურო დამოძღვრავს, რომელიც გუშინ გათავისუფლებული სტეინის ერთ-ერთი ასისტენტი გახლდათ.

ნიდერლანდური პრესის ცნობით, მადურო კლუბს მხოლოდ ამ ერთ შემთხვევაში გაუძღვება და შემდეგ ამ ფუნქციას ვან სხიპს მისცემენ.

გამოცდილი სპეციალისტი მუშაობდა "აიაქსის'' აკადემიაში, 2008/10 წლებში ამსტერდამული გრანდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ.

ვან სხიპი ბოლოს 2019/21 წლებში საბერძნეთის ნაკრებს ედგა სათავეში, იქამდე კი "ცვოლეში", "მელბურნ სიტიში", "ჩივასსა" და "მელბურნ ჰარტში"
მუშაობდა.

altსტეინს კარისაკენ მიუთითეს - ეს მიქაუტაძისთვის კარგი ვარიანტია?

მკითხველის კომენტარები / 8 /
აიაქსი ხერხემალში გადატეხეს და ეს ისტორიული მოვლენაა არა ერთხელ
გიო
25 ოქტომბერი 2023 00:16
0
მსგავს არაორდინარულ სიტუაციაში შესაბამისი ზომებია მისაღები და არა ეს სხიფები და სირები….
Zaza
24 ოქტომბერი 2023 22:47
1
კიდევ ერთი ტაშტი.
ეეე
24 ოქტომბერი 2023 21:21
0
წარმატებები ჟორჟს და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
24 ოქტომბერი 2023 14:49
1
ამხელა სანაკრებო პაუზა იყო და მას მერე პირველივე თამაშის მერე მოუწიათ მწვრთნელის შეცვლა.მაგარი ქლიბები ჩანან აიაქსის მმართველობაში.
Master
24 ოქტომბერი 2023 12:51
1
არც ეს სჩანს დიდი ბუმბერაზი, მაგრამ იმედია ჟორჟი დაიტვირთება
მიხო
24 ოქტომბერი 2023 12:38
0
როდის ისწავლით ფოტოს მიაწეროთ გვარი ვინაა ფოტოზე? ყველა მესი და რონალდო ხომ არაა, რომ ყველანი ვიცნობდეთ. ეს ჟურნალისტური კულტურის ნაწილია!
გია_544
24 ოქტომბერი 2023 12:07
1
ესეც კაი ტოტი მოყავთ
იმერელი
24 ოქტომბერი 2023 11:54
1

სიახლეები პოპულარული