მიქაუტაძის "აიაქსს" ახალი მწვრთნელი შეურჩიეს - ის ამსტერდამულ გუნდში უკვე მუშაობდა

AutoSharing Option
Voetbal International-ის ცნობით, გიორგი მიქაუტაძის "აიაქსის" ახალ მწვრთნელად სეზონის ბოლომდე 59 წლის ჯონ ვან სხიპს დანიშნავენ.

ამსტერდამულ გუნდს ევროპის ლიგაზე "ბრაიტონთან" მატჩში ჰედვიგს მადურო დამოძღვრავს, რომელიც გუშინ გათავისუფლებული სტეინის ერთ-ერთი ასისტენტი გახლდათ.

ნიდერლანდური პრესის ცნობით, მადურო კლუბს მხოლოდ ამ ერთ შემთხვევაში გაუძღვება და შემდეგ ამ ფუნქციას ვან სხიპს მისცემენ.

გამოცდილი სპეციალისტი მუშაობდა "აიაქსის'' აკადემიაში, 2008/10 წლებში ამსტერდამული გრანდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ.

ვან სხიპი ბოლოს 2019/21 წლებში საბერძნეთის ნაკრებს ედგა სათავეში, იქამდე კი "ცვოლეში", "მელბურნ სიტიში", "ჩივასსა" და "მელბურნ ჰარტში"
მუშაობდა.

altსტეინს კარისაკენ მიუთითეს - ეს მიქაუტაძისთვის კარგი ვარიანტია?

მკითხველის კომენტარები / 8 /
აიაქსი ხერხემალში გადატეხეს და ეს ისტორიული მოვლენაა არა ერთხელ
გიო
00:16 25-10-2023
0
მსგავს არაორდინარულ სიტუაციაში შესაბამისი ზომებია მისაღები და არა ეს სხიფები და სირები….
Zaza
22:47 24-10-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული