ამსტერდამულ გუნდს ევროპის ლიგაზე "ბრაიტონთან" მატჩში ჰედვიგს მადურო დამოძღვრავს, რომელიც გუშინ გათავისუფლებული სტეინის ერთ-ერთი ასისტენტი გახლდათ.
ნიდერლანდური პრესის ცნობით, მადურო კლუბს მხოლოდ ამ ერთ შემთხვევაში გაუძღვება და შემდეგ ამ ფუნქციას ვან სხიპს მისცემენ.
გამოცდილი სპეციალისტი მუშაობდა "აიაქსის'' აკადემიაში, 2008/10 წლებში ამსტერდამული გრანდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ.
ვან სხიპი ბოლოს 2019/21 წლებში საბერძნეთის ნაკრებს ედგა სათავეში, იქამდე კი "ცვოლეში", "მელბურნ სიტიში", "ჩივასსა" და "მელბურნ ჰარტში"
სტეინს კარისაკენ მიუთითეს - ეს მიქაუტაძისთვის კარგი ვარიანტია?