კვარაცხელია ფორმის პიკს დაუბრუნდა? - გამარჯვება, რომელიც ხვიჩამ განაპირობა...

AutoSharing Option
სულ კი ვცდილობთ, ხვიჩა კვარაცხელიაზე წერამ ერთგვარი სადღეგრძელოს ფორმა არ მიიღოს და კრიტიკული ელემენტები გამოვყოთ, თუმცა არის შემთხვევები, როცა ეს შეუძლებელიც კი ხდება. უფრო სწორად, ხდებოდა, გასული სეზონის მსგავსი ეპითეტების მიძღვნა ახლა ნაკლებად ყოფილა, "უნიონთან" შეხვედრამ კი "ნამდვილი" ხვიჩა კიდევ ერთხელ დაგვანახა...

რა გვაჩვენა გასულმა სეზონმა? - ხვიჩა თამამედროვე ფეხბურთისგან განსხვავებულს ქმნიდა, ნაკლები პრაგმატულობითა და მეტი იმპროვიზაციით, გარდა ამისა, რთულ სიტუაციებსა და გაძლიერებული დაცვის პირობებში, თითქმის ყოველთვის ახერხებდა იდეალური გამოსავლის პოვნას. სამშაბათ საღამოს, გერმანელების წინააღმდეგ, ზუსტად ასეთი კვარაცხელია ვნახეთ, მძიმე
და ჩაკეტილ მატჩში აშკარად შესამჩნევი, სხვაზე შემოქმედითი, მრავალფეროვანი და რაც მთავარია, მონდომებული. "კვარას" მიერ შესრულებული საგოლე პასი მართლაც იმ კატეგორიიდან იყო, რომელიც გოლის მთავარი განმსაზღვრელია და არა ფინალური დარტყმა, რომელიც ასევე მაღალი კლასის იყო.

Sportall.Ge

ხანდახან გვეშინია, სუბიექტურები არ ვიყოთ, მაგრამ ნახულობ საერთაშორისო შეფასებას, იმას, რომ ხვიჩა შეხევდრის საუკეთესო მოთამაშედ თავად უეფამ დაასახელა და ხვდები, რომ ეს მძაფრი შეგრძნებები რეალური და რაციონალურია. ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ისევ თავის რელსებზეა, ის ღირსეულად უმკლავდება გაზრდილ ზეწოლასა და აწეულ თამასას, რაც უკვე ვარსკვლავურია. რომ არ ვიყოთ დარწმუნებული, "კვარა" ზრდას არ განაგრძობს და ქება ცუდ სამსახურს გაუწევს, ასე არ მოვიქცეოდით. ახლა საკითხავი ისაა, როდემდე გაიზრდება ნეაპოლში და როდის დადგება ახალი გამოწვევების დრო. თუნდაც ამ ჯგუფის წევრ მადრიდის "რეალში"? - რატომაც არა!..

წმინდა ტაქტიკური თვალსაზრისით, ხვიჩამ ის შეასრულა, რა დავალებაც მწვრთნელისგან ექნებოდა - იმუშავა დაცვაშიც, სისწრაფის ხარჯზე გააფრთხილებინა მცველები, მათ შორის მაშინ, როცა საკუთარ კართან საკმაოდ ახლოდან შეტევას იწყებდა. მოწინააღმდეგის მჭიდრო დაცვის პირობებში, მისი მისია ზღუდეების გაწელვა და აქედან ბურთის ზუსტი პასებით გამოტანა იყო. ვნახეთ ის დრიბლინგიც, რის გამოც ასე უყვართ. ახლა საინტერესოა, ოსიმენის გარეშე განსხვავებულ სტილში ათამაშებულ გუნდს და თავად ხვიჩას ნიგერიელის დაბრუნების შემდეგ რა ელით - ყველაფერი უკეთესად უნდა გაგრძელდეს და არა პირიქით!..

altკვარაცხელიამ რასპადორის გაატანინა - "ნაპოლიმ" ბერლინში გაიმარჯვა [VIDEO]

alt"მიხარია კვარაცხელიას ასეთი თამაში" - დი ლორენცომ "უნიონთან" მატჩი შეაფასა

მკითხველის კომენტარები / 38 /
ოსიმენის მაგინებლებო,ან ფეხბურთის გაგებაში არა ხართ ან მისი დაკნინებით ხვიჩას მასზე წინ დაყენება გინდათ რაც არასწორია.ფეხბურთი საუბედუროდ ბიზნესი გახდა და ყველას თავისი ფასი აქვს.ოსიმენში ზაფხულში 120 მილიონს იხდიდენ,ხოლო ხვიჩაში 30 მილიონს.მაგდენი ართმეტიკა მაინც გეცოდინებათ სხვაობა რომ დაინახოთ.ხვიჩამ მარტის შემდეგ სუსტ გუნდებთან ორი თამაში ითამაშა მაღალ დონეზე და უკვე დაიწყეთ უაზრო ქართული ტრაბახი.
ასეა ეს
27 ოქტომბერი 2023 12:00
6
თავის დროზე მიშა მესხზე ამბობდნენ ერთ ადგილზე დგას ო! ასე ჩანდა მაგრამ ერთი ორი მცველი ,,ფ ე ხ მ ო უ ც ვ ლ ე ლ ი ყ ა რ ა უ ლ ო ბ დ ა ,,
თუ კი პასს გადასცემდნენ ( როგორც ხვიჩა ს!!)მთელი დაცვა კატლეტის ჩეკი ვ ი თ ყავდა ჩ ა მ ო ხ ე უ ლ ი..
მამუკა
29 ოქტომბერი 2023 09:24
0
ზოგი კომენტარი აცდენილია რეალობას. წერენ ამოვარდა ფორმიდან, რეგრესი აქვს და ა.შ. ბიჭი დაფრინავს, ამ სეზონში ან ასისტით ან გოლით ამთავრებს თამაშებს, ანგარიშგასაწევი გამოცემები უმაღლეს ქულებს უწერენ და ბოლოს შეგიძლია უყურო მის თამაშებს და გამოიტანო დასკვნა. ის რომ მისი თამაში შეისწავლეს ესეც სისულელეა, ამ პრინციპით რო შეიძლებოდეს ფეხბურთელის შესწავლა მესი, რონალდო და ა.შ. დიდი ხნის შესწავლილი ეყოლებოდათ. კვარა ბურთს როგორც კი იღებს, 2-3 კაცი მინიმუმ მიდის კვარასთან, სხვას უთავისუფლდება სივრცეები და ეგაა კვარას(და მსგავსი ინდივდების) ეფექტი.ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ობიექტურობაც კაი ხილია:))
ბექა
27 ოქტომბერი 2023 09:58
1
ფაქტია რომ ნაპოლიმ თავისი ჩვეული ფეხბურთი დაკარგა...გუნდი ვერ გააძლიერეს მოსულმა ფეხბურთელებმა...არც კაიუსტე არც ლინდსტრემი არ არიან ის ფეხბურთელები რომლხებმაც რაიმე საინტერესო შესძინონ გუნდს...ტექნიკური მომზადება ძალაინ დაბალი..მინდვრის ხედვა და კრეატივი საერთოდ ვერ შევამჩნიე...ნათანს მონდომება და ფიზიკა არ აკლია მაგრამ ჯერ კიდევ ვერაა გარკვეული ევროპულ ფეხბურტში...ბევრ შეცდომებს უშვებს დაცვის ხაზი...ლობოტკა საერთოდ დაიკარგა დაცვაში...შეტევაში ძალაინ გვიან ერთვება...ცენტრში ანგისა კი ასურლებს ბევრ სამუშაოს მაგრამ ხშირად აგვიანებს პასზე და შეტევის განვითარების მომენტში...ხვიჩას მომარაგება პასებით და დროული გახსნა შეტევის ხაზში დაიკარგა...ამიტომ ხვიჩა ხშირად პაუზებს აკეთებს ბურთის იღების დროს...არა და სამი ოტხი კაცის მეურვების დროსაც შეუძლია ზუსტი პასი გასცეს როგორც საშუალო ასევე გრძელ დისტანციაზე...ნაპოლის თამაში გასულ წელთან შედარებით ნაკლებადსანახობრივი გახდა..პარტნიორები ერტმენთს ვერ ხედავენ ხშირად..ამდენი ბურთის დაკარგვა უკვე გუნდზეც ნერვოზულად მომქედებს და მთელი საბრძოლო მექანიზმი იშლება...რა უნდა მოთხოვო ასეთ არეულ სათამაშო ტაქტიკაში ხვიჩას...ბიჭი მისი ინდივიდუალიზმის ხარჯზე ეძებს თამაშის გაგრძელებას .მარგამ ხშირ შემთხვევებში ვერ უგებენ თანაგუნდელები...ხშირად ხვიჩასაც ვერ ვიგებ როგცა გახსნილი ჰყავს პარტნიორი და დროულად არ აწვდის პასს...ბერლინთან ორ კაცში რომ გაძვრა..ორი კაცი გადაეღობა და მაინც ურტყამ..სად გინდა ეს ბურთი გააძვრინო..ცენტრში კიდევ პოლიტანო თავისულა ზონაში იდგა...და პასი უნდა გეცა მასზე...მსგავსი მომენტი რამოდენიმეჯერ შევამჩნიე..სიჩქარეში როცა იჭრები საჯარიმოში და ზსუტად შეფასო სატამაშო სიტუაცია ძნელია მაგრამ თუ გინდა დიდი ფეხბურთელი გახდე...ზუსტად ასეთ წარმოდუგენელ სიტუაციებში უნდა გასცე პასები,,,როგორც ეს რასპადორის გაუკეთა..წამის მეასედში შეაფასა სიტუაცია და მოულოდნელობის ეფექტით ისრაგებელს ორივემ..ეს იმ დროს როცა მეკარესაც და ორ მცველსაც კარის კუთხე გადაკეტილი ჰქონდათ..აქ შენიშვნები გამოითქვა რომ სუსტ გუნდებთან ჩანს მხოლოდო...ძლიერი გუნდები სივრცეებს არ გიტოვებს..მუდამ აზღვევს,,კეტავს..გასაქანს არ მოგცემს...მაგრამ ეს მეთვალყურეობაც დიდი ფიზიკას ითხოვს მეტოქე მცველებისგან..ასეთი მცველები შეტევაში ნაკლებად ეფექტურები არიან..ოსიმენიც ზუსტად ასევეა..მეურვებბის ქვეშ...ამიტომ შემტევ ი ნახევდაცვის ხაზი უნდა იყოს ძლიერი რომ ამ უპირატესოებით ისარგებლოს..დააკვრიდით დიდი გუნდებს..რეალს..ბარსელონას..სიტის..ბავარიას..უძლიერესი ნახევარდაცვის ხაზი აქვთ უმაღლესი შემრულებლებით და შეადარეთ ნაპოლი იმათ...ამ ზონაში ათი თავით ჩამორჩებიან გრანდებს...ლავრენტას ყველაფერი უნდა ეღონა რომ ჯერ ერტი კიმი არ გაეშვა და მეორეც მაღალი დონის საყრდენი შეეძინა...ამდენი ფული გადაიხადა და რა მივიღეთ..სამი ჩამოუყალიბებელი ფეხბურთელი..ძალაინ გაუჭირდება წელს ნაპოლის..მარტო ხვიჩა ვერ ათრევს გუნდს...გვერდით თუ ძლიერი გამთამაშებლები არ ეყოლება..ამის გამო ნუ ვიტყვით რომ ხვიჩას სათამაშო კლასი დაეცა..ფეხბურთელი თუ მუდამ სათამაშო იზოლაციაში მოექცა..მას გაუჭირდება განვითარება..რაც მის ფსიქოლოგიაზეც იმოქმედებს და დათრგუნავს..სათამაშო ტაქტიკაში კიდევ გარსია ახალს საერთოდ ვერაფრს სთავაზობს..შემსრულებელბის დეფიცტია..რაც მილანთან თამაშში აუცილებლად იჩენს...არა და ეს თამაში ერტ ერტი გადამწყვეტი დარჩეს ნაპოლისთVის სკუდეტოში ბრძოლაში
ბუჯანგა
27 ოქტომბერი 2023 09:31
0
არადა სიტის დახატავდა, ერთადერთი მარცხნიდან კვარა აკლია სიტის და იდეალური გუნდი იქნებოდა,მონსტრს და საგოლე პასების მანქანას შექმნიდა გვარდი ხვიჩასგან
ირაკლი
26 ოქტომბერი 2023 22:30
1
მეც ასე ვფიქრობ...რეალი კარგი იქნებოდა, მაგრამ ვინისიუსი ჰყავთ, ასაკითაც და თამაშითაც მორგებულია რეალს და არა მგონია ხვიჩაზე ექსპერიმენტები ჩაატარონ. ნაპოლიდან რომ უნდა წავიდეს, ორი აზრი არ არსებობს - საჯარიმოს დამრტყმელი არ ჰყავს გუნდს, 1-2 ფეხბურთელს თუ შეუძლია ხვიჩასთან ელემენტარული "კედლის" გათამაშება, ყველა თამაშში 4-5 საგოლე პასს აკეთებს და იმაზება შესაძლებლობები, პლუს ინტრიგები.
ბესო
27 ოქტომბერი 2023 08:46
0
მამამისი აზერბაიჯანის მოქალაქეა ხო?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
26 ოქტომბერი 2023 20:35
22
ხვიჩა წელს უფრო თავდაჯერებულია, ფიზიკურადაც უკეთ გამოიყურება, დაცვასაც უფრო კარგად ეხმარება, მის წინააღმდეგ ყოველთვის 2-3 ფეხბურთელი აღიმართება ხოლმე, დავუკვირდი და ვინისიუსს სევილიასთან მარტო ბებერი მცველი ეჯაჯგურებოდა აზაროვიც მარტო ებრძოდა იამალს, მაშინ, როცა ართმევაზე სუსტია აზაროვი, ამ დროს დაზღვევაა საჭირო, სამაგიეროდ, აზაროვი ტექნიკურია, ბურთის ამოტანა შეუძლია და პასის მიცემა, ხვიჩა კი არავიზე ნაკლები არ არის, ვინისიუსი ისეთ ბურთებს აფუჭებს ხოლმე, ხშირად მიფიქრია, ამას ხომ ხვიჩა გაიტანდა მეთქი, ხვიჩას მხოლოდ მესხს თუ შევადარებ, ის მსოფლიოში საუკეთესო იყო 25 წლის ასაკში, ასე იქნება ხვიჩაც, ღვთისავარ შენ ეს არ იცი, არ გინახავს მესხი 1965წელს, შენ რომელ წელს დაიბადე?
პატრიოტი
26 ოქტომბერი 2023 16:14
9
ძალიან კარგია, რომ ოთხი თვე დავისვენებთ ოსიმენისგან და მისი თაყვანისმცემელთა კომენტარებისგან. ოსიმენი არის პრიმადონას პრეტენზიების მქონე საშუალო ნიჭის ფეხბურთელი და უარყოფითი ენერგიის მატარებელი ტიპი.
ქ. გ.
26 ოქტომბერი 2023 15:58
19
ოსიმენი მარტო ხვიჩას კი არ უშლის ხელს. იმიტომ ათამაშდა პოლიტანო, ოსიმენი რომ არ არის. სხვებიც გაცილებით უფრო კარგად ათამაშდებიან ოსიმენის გარეშე.
"ვიღაცამექისე"-ს
26 ოქტომბერი 2023 15:35
4
გამოდის რეალობის შეგრძნება კვარას მიერ ჩავარდნილმა ლამის წელიწადმაც ვერ გასწავლათ, როგორ ვერ ხვდებით რომ არ უხდება ამ ბიჭს გადამეტებული ქება-დიდება,ჩაციკვლა და შედარებით დაბალი დონის გუნდებთან ერთი ან ორი გოლის თუ ასისტის გამო მისგან რაღაც განსაკუთრებულის მითის შექმნა. არა და სანამ ნაპოლი ვერ თამაშობდა და ფორმაში შევიდოდა კვარაც არაფრით იყო გამორჩეული და ცვლიდნენ ან შესაცვლელი იყო. ეხლა კი როდესაც გუნდი ფორმაში შევიდა და იოლ მეტოქეებთან თამაშებიც მიეწყო მისი თამაშიც რაღაცას დაემსგავსა-კი გედევირიეთ ეს რა პასი გააკეთაო,მაგრამ არაფერს ვამბიბთ გოლის ავტორის უმაღლეს საშემსრულებლო ოსტატობაზე. მიჯნით 9 თამაშ წაგებული ბერლინი,რომელიც მე-16 ადგილზეა და მე-17 ადგილზე მყოფი ვერონა ვერაფერი საზომია-მილანთან თამაშს, ან რეალთან განმეორებით მატჩს რომ დაველოდოთ არაა?? კიდევ...რა გგონიათ რეალთან, ლაციოსთან,ფიორენტინასთან და ნაკრებში ესპანეთთან ჩაგდებული თამაშების შემდეგ, ბერლინთან ასისტი და ვერონასთან დუბლი საკმარისია რეალმა რომ აიყვანოს?....
leqso
26 ოქტომბერი 2023 15:05
16
პირიქით ფორმაში აღარაა მალე ყაზანის რუბინი სანატრელი გაუხდება
პირიქით
26 ოქტომბერი 2023 14:56
23
შენი დაუფიქრებელი პოსტით ტიფოზების დიდი " მოკოთხვა" დაიმსახურე!!!!
NAPOLI!
26 ოქტომბერი 2023 21:18
3
აი, შენ კი შემოგევლე მიხვრა-მოხვრაში. :))
კოლა
26 ოქტომბერი 2023 18:53
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული