კიტეიშვილის საგოლე პასი - კაცნაკლული "შტურმი" "ატალანტას" დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ოთარ კიტეიშვილის „შტურმისა“ და „ატალანტას“ მატჩი 2:2 დასრულდა.

შეხვედრა მასპინძელმა აქტიურად დაიწყეს, რომელთა შეტევებს უნარიანად წარმართავდა კიტეიშვილი და მისი პასით მეტოქის კარი პრასმა დალაშქრა. ოთარს სენსაციური გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მის მიერ ცენტრიდან თავით დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა, როდესაც მეკარე კარიდან იყო გამოსული. უნდა აღინიშნოს, ის დაცვასაც ეხმარებოდა და ერთხელ თავისი გუნდი გოლისგან იხსნა. პირველი ტაიმის ბოლოს მურიელმა დუბლი შეასრულა და სტუმრები დააწინაურა.

მეორე ტაიმში მსაჯმა გრაცული გუნდის კაპიტანი ჰირლენდერი გააძევა და მწვრთნელმა ტაქტიკური მოსაზრებით
62-ე წუთზე ქართველი შეცვალა. რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი „შტურმი“ კი არ დანებდა, ვლოდარჩიკმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

„შტურმი“ D ჯგუფში 4 ქულით მესამე ადგილზეა და ტურნირზე შემდეგ შეხვედრას 10 ნოემბერს ბერგამოში „ატალანტასთან“ ჩაატარებს.

გრაცი. „მერკურ არენა“
შტურმი - ატალანტა 2:2
გოლები: 1:0 პრასი (13), 1:1 მურიელი (34), 1:2 მურიელი (45+7, პენ), 2:2 ვლოდარჩიკი (80, პენ)
გაძევება: ჰირლენდერი (52, შტურმი)

მკითხველის კომენტარები / 2 /
არ მახსოვს კიტეს ცუდი თამაში ამ კლუბში!!!
სოსო
23:34 26-10-2023
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული