როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "მილანთან" მატჩში?

AutoSharing Option
"მილანთან" სერია A-ს მეათე ტურის მატჩში (2:2) "ნაპოლის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, ბოლოს გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მეკარე მანიუმ მის მიერ დარტყმული ბურთი ფეხით მოიგერია.

ქართველმა წამყვანი ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა: 7.3 Sofascore-სგან, 7.7 flashscore-სგან და 7.8 Whoscored-ისგან - ერთ-ერთი საუკეთესო თავის გუნდში.

ყველაზე მაღალი შეფასება დუბლის ავტორმა ოლივიე ჟირუმ მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ინუგეშეთ ეხლა თავი იმით თუ რა შეფასება დაუწერეს პროსაიტებმა-სხვა რა დაგრჩენიათ. იქნებ გაზზეტა დელლა სპორტის შეფასებაც მოგენიშნათ ან სხვა იტალიური ანალიტიკური გამოცემების. ფეხბურთზე აზრზე რომ არ ხართ კი ვიცი,მაგრამ გუშინ როგორ ითამაშა მაგრად და როგორ ულიდერა გუნდს მაინც როგორ ახსნით, გასაკუთრებით მილანის მეორე გოლის შემდეგ საერთოდ ჩაიკარგა და ჩაქრა მინდორზე, მეორე ტაიმში სხვებმა შემოაბრუნეს თამაში და არა ხვიჩამ, ბოლოსკენ შანსი მიიღო და ისიც ვერ შეასრულა, ხოდა როგორ არის გუნდის ლიდერი და ა.შ. დროა გაიგოთ ამ კვარადონას სექტამ რომ ის სერია-ს ერთი კარგი ფეხბურთელია და სულ ეგ არის, მას მაღალი დონის მეტოქეებთან გუნდის ლიდერობის არც კლასი აქვს და არც თვისებები-ვერონას დონის გუნდებთან კი ბატოოო-მოგიწოდეთ თუ გახსოვთ მილანთან თამას დალოდებოდით-ერთი ალიაქოთი რომ ატეხეთ ვერონასთან გატანილი გოლების და დაშლილ ბერლინთან საგოლე გადაცემის გამი, მაგარი თუ ხარ საკვანძო თამაშებში უნდა დახურო, ამან კი როგორც კლუბში ისე ნაკრებში ყველა ასეთი შეხვედრა ჩააგდო- შეგახსენოთ- ლაციო,ფიორენტინა,ესპანეთი,ნორვეგია,შოტლანდია-მილანიც ვერ არის ეხლა მაგარ ფორმაში,თორემ მინიმუმ ხუთის გატანა შეეძლო.....მაგრამ გული არ გაიტეხოთ გაუტანს ეხლა სერიას რომელიმე ჭ კლასის გუნდს და გააგრძელეთ ქება-დიდება...რა პრობლემაა...
leqso
30 ოქტომბერი 2023 11:47
38
შენ გაგიმარჯოს ღმერთმა, როგორ უძლებ ამდენ ბოღმას და აგრესიას ყოველდღიურობაში? DDD ერთხელ ცაში დარტყმულ ბურთზე კომენტატორმა - კი ააცილა, მარა რა ძალიან მაგრად აჭრაო, მარტო კვარას შეუძლია ასე ჩახვევა ბურთისო... მსგავს ზომბირებაზე მეც არ მაქვს კარგი დამოკიდებულება, მარა ეს ნამეტანი არასწორი მგონია რასაც შენი პათოსის მსგავსი ჩასაფრებული პოზიცია აქვს. ამ თამაშში მაინც... ლიგის თამაშშიც მილანთან დაფრინავდა ტიპი და აქაც, სულ ცდილობდა, მიუხედავად იმისა რო ამბობენ კალაბრიამ აქაც და იქაც ამოკეტაო, ტიპი სულ უტევდა, ატყუებდა 2 კაცსაც, ქმნიდა მომენტებს, მუხტი შექონდა თამაშის დინამიკაში და ჩაიკარგაო იძახით... ბოლო გოლი რო გაეტანა, ერთერთი საუკეთესო თამაში ექნებოდა წელს, არ გაუმართლა, ცოტა გამოცდილება დააკლდა, ცოტა იჩქარა ბოლო წამი იყო მაინც და თქვენ კიდე ვერაფერი ქნაო... რამდენი გადამწყვეტი თამაში აქვს მესის მართლა მთლიანად ჩაგდებული, ვსო აღარაა გუნდის ლიდერი და საუკეთესო? გამაგიჟებთ თქვენ რა
რა მაფიაა?
30 ოქტომბერი 2023 12:47
2
ბიჯო,12 დრიბლინგის მცდელობიდან,6 წარმატებული ჰქონდა და ასეთი რანგის მატჩში,ბევრი ახერხებს ამას?სულ ცოტა ორი კაცი,ყოველთვის წინ ედგა და ამის მიუხედავად,მაინც 6 ჯერ გამოვიდა გამარჯვებული.კარში ზუსტად დაარტყა და სუფთა საგოლე პასი მისცა,პოლიტანოს.მან რომ კარს ააცილა,ამით სტატისტიკა გაუარესდა თორემ,ხვიჩას კარგ თამაშს რა მოაკლდა?უბრალოდ,დანახვა უნდა გინდოდეს,რომ დაინახო!საწყენი ის არის,რომ შენი სისხლი და ხორცი გძულს,თორემ ფეხბურთის გაგებაში რომ არ ხართ,მაგას როგორმე ავიტანთ.
სოსო
30 ოქტომბერი 2023 23:48
0
ყველა გამოხმაურება
ლათინური ასოებით რომ აწერ სახელს შენს მოსაზრებებს. შენ ლექსო არ იქნები. როგორ შეიძლება ქართველი კაცი იმას ვერ აცნობიერებდეს თუ რას აკეთებს ეს პატარა ბიჭი ჩვენი ქვეყნისთვის. ან არადა სუფთა ნაცი ხარ, ვისაც ჩვენი ქვეყნის პატარა სიკეთეც კი ვერ აგიტანია
ლექხო
31 ოქტომბერი 2023 19:31
1
ლაშა რატო აგიჟებ სასტავს ?
Platona
31 ოქტომბერი 2023 22:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული