"პარტენოპეის" ყოფილი კაპიტანი ჯაკომო ბრუსკოლოტი "როსონერისთან" დაპირისპირებას გამოეხმაურა. იტალიელმა ფეხბურთელმა ამირ რაჰმანი გააკრიტიკა, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯაკომო რასპადორის თამაში კი მოიწონა.
"ყველაზე ცუდი მატჩი ამირ რაჰმანის ჰქონდა. ის მოედანზე გაუგონარ რაღაცებს აკეთებდა, ძალიან უხეში შეცდომები დაუშვა. რაც შეეხება დადებითს, გარემარბების თამაში მომეწონა, კვარაცხელიასა და რასპადორის კარგი თამაში ჰქონდათ", - განაცხადა ბრუსკოლოტიმ Campania Sport-ის ეთერში.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" მორიგ მატჩს 4 ნოემბერს, "სალერნიტანას" წინააღმდეგ გამართავს.
რუდი გარსია: "კვარას" ბოლო შანსისას იღბალმა ზურგი გვაქცია
როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "მილანთან" მატჩში?
რა მატჩი, რა ემოციები - ხვიჩას ბოლოს გამარჯვების გოლის გატანა შეეძლო [VIDEO]
საზეპიროდ გვაქვს ერს დილიდან :))
თვითონ კი არ იცის, რომ კარგი იქნებოდა ის გოლი გაეტანა, საერთოდ მარტო რომ დაექამბექებია მილანისთვის, ის 100% იანი საგოლე პასი პოლიტანოს რომ გამოეყენებინა, რასპადორიზე გაკეთებული ასისტი რომ გასულიყო. კიდე თვითონ 2-3 გოლის შანსი უეჭველი ჰქონდა და საგოლე მომენტებს მაინც ქმნიდა, მიუხედავად კალაბრიას მხრიდან ამოკეტვის მცდელობისა და მიუხედავად სამი კაცის ეგრევე მისკენ გადასვლისა, როგორც კი ბურთს მიიღებდა.
მეცოდება ის ხალხი, ვინც ლამაზი მომენტებით სიამოვნებას ვერ იღებს. ლამაზად დარტყმული და ლამაზად მოგერიებული მომენტები არის ფეხბურთი, ყველა მომენტი გოლი ხომ არ იქნება.
კლასიკოს ვინც უყურეთ, მსგავსი უსახური თამაში ნაკლებად მინახავს
საერთოდ არ ჩანდა ბელიმგემი, იმ ორი გატანილი გოლის გარდა არც გამოჩენილა. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ვგულშემატკივრობ ბელინგემს და რეალს, საერთოდ არ უთამაშია ლამაზად მაგრამ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელიაო უკვე დაიწყეს რადგან გოლი გაიტანა. ძალიან ცუდი სტანდარტი დაწესდა, მთელი თამაში არაფერი აკეთო, გაფუჭებული მომენტებიც არ გქონდეს რადგან არაფერი გიკეთებია, უცებ შორიდან გაგივარდეს, ან მოგერიებულზე დაამატო და მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ხარ? რავიცი, მარტო მე ვუყურებ სხვანაირად ფეხბურთს?!
სად წინა წლების კლასიკოები, მართლა სიამოვნებას რომ იღებდი, პუიოლის, ინიესტას, ჩავის, მესის, აქეთ მხრიდან რამოსის, რონალდუს,ბემზემას, მოდრიჩის თამაშით და სად ახლანდელი უსახური და გავარდნა გოლების იმედზე.
რეალურად ხალხი რასაც ითხოვს იმაზე არის გათვლილი ყველაფერი. მაგალითად საქართველოში ინდური და თურქული სერიალების მომთხოვნი საზოგადოება გვყავს უმრავლესობა და სამწუხაროდ მაგიტომაც გადის ტელევიზიებში ის, რაც არის დაკვეთა. ასევე სეირის მოყვარულ საზოგადოებას კარგად აჭმევენ პოლიტიკირ ამბებს, კივილ-წივილს, ცემა-ტყეპას და ზუსტად იციან როგორ პოსტზე დაიწერება პლიუს ათასი კომენტარი.
ასეა ფეხბურთშიც, თუ იქნება დაკვეთა, რობოტული, არასანახაობრიბი და მარტო გოლზე ორიენტირებული უფატნაზიო თამაშების, ასეთად გადაიქცევა ფეხბურთიც.
მესიმ რომ ბილბაოს გაუტანა ის გოლი თუ გახსოვთ, ჩემთვის ფეხბურთი არის ეგ. ასევე ხვიჩას გოლი ატალანტასთან, მბაპეს გოლი მილანთან და ასე შემდეგ, ყველას ვერ ჩამოვთვლი.
შექმნა, მოტყუება, შესრულება და სილამაზე. რომც არ დასრულებულიყო ეს მომენტები გოლებით მაინც ლამაზი იქნებოდა შექმნის პროცესი.
ეს თუ არ იქნება, არაფერში მჭირდება ფეხბურთი.
ხვიჩას პირველ რიგში დიდებული და არასტანდარტული საფეღბურთო აზროვნება და გემოვნება-დიახ გემოვნება აქვს არ შემშლია-გამგები გაიგებს რასაც ვგულისხმობ
ახლა ნაკლოვანებები: უბურთოდ თამაშისას ანუ გახსნის და პოზიციის შერჩევის ხარვეზებს ვგულისხმობ. ხშირია ისეთი მომენტები, როცა არ იხსნება და ძალზედ ახლოს არის და თითქოს "ფეხებში ედება" ან ზელენსკის ან ვინმე სხვას ვისაც ბურთი აქვს იმ მომენტში.
ცალკე თემაა კუთხურების დროს მისი გაურკვეველი პოზიცია-არც საჯარიმოში შედის და არც გადმოვარდნილი ბურთის მოსაპოვებელ ადგილზე დგას-არის ხოლმე სადღაც შუაში კუთხურის ალამსა და საჯარომოს ხაზს შორის უაზროდ.
ამას ემატება, რომ ხანდახან ეგოიზმის გამო არ აძლევენ პასს, ხანდახან გაუხსნელობის გამო რაც ზევით დავწერე და რაც მთავარია გრძელი პასის გამკეთებელი არ ყავს ნაპოლის, ბოლოს როცა ფოსტალიონივით მიუტანენ ბურთს უკვე დაგვიანებულია და ორი-სამი კაცი უდგას წინ და ადგილიდან უწევს მოტყუებაზე წასვლა და არა მოძრაობისას, რაც ძალზე ძნელია და თითქმის შეუძლებელი ადგილიდან რომ დაიწყო მოძრაობა და 2-3 კაცს გასცდე
ისე ზელინსკი კარგი ფეხბურთელია ტყვილა ლანძღავთ
კიდევ ერთი პრობლემა ფსიქოლოგიურია ჩემი აზრით-შარშან უფრო თამამი და ლაღი იყო ხვიჩა-წელს ნაკლებად რისკავს დრიბლინგზე წასვლას, საჯარიმოს კუთხიდან კარში დარტყმაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია-არ ვიცი ვინ დააკომპლექსა ეს ბიჭი, მაგრამ ჩელებაძესავით სულ უკან იძლევა პასებს ბურთის დაკარგვის შიშით. რასპადორი ბურთის ღორია ნამდვილი თუმცა მაგარი გოლი კი გაიტანა
ისე ხვიჩამ გუშინ ბევრი იშრომა, მაგრამ არის მომენტები, როცა ბურთის ართმევაზე გვიან მიდის-ეს ქართული ფეხბურთისათვის დამახასიათებელი თვისებაა: შეტევისას უყურებენ პარტნიორს თუ გასცდა მეტოქეს მერე ეხსნებიან და სთავაზობენ თავს, დაცვისას კი ჯერ პარტნიორს აცლიან მეტოქესთან ორთაბრძოლას და თუ მეტოქემ აჯობა მერე ცდილობენ ბრძოლაში ჩართვას და ბურთის ართმევას. ეს ქუჩის ფეხბურთიდან მოგვდევს -და ბევრ დადებითთან ერთად რაც იმპროვიზაციაში გამოიხატება ეს უარყოფითი თვისებაც აქვს ქუჩის ფეხბურთს-არადა მაინც ხარჯავ ენერგიას და მაშინ ეკვეთე მეტოქეს როცა დროა და შენი თანაგუნდელიც ეთამაშება და არა მერე როცა გვიანაა-ქართული ფილმის სიუჟეტისა არ იყოს-ერთი ისრის გადატეხვა უფრო მარტივია, ვიდრე რამდენიმესი ერთად
და ბოლოს დარტყმაზე უნდა ივარჯიშოს. მოკლედ გახსნა, მეტი სითამამე და დარტყმა-ამაში თუ მოუმატებს ისევ ძველ დონეზე დაბრუნდება ჩვენი ხვიჩა. თორემ გუშინ კალაბრიამ აშკარად აჯობა, ორივე ბურთი მისი ფლანგიდან გავიდა, საგოლე გადაცემაც გააკეთა და ბოლოს კინაღამ თავით გაუტანა ნაპოლის-რომლის დაცვაც "პრახადნოი დვორია" კიმის წასვლის შემდეგ
არადა სადაა კალაბრიას საბლატაო? შარშან მილანში ხომ ათრია ხვიჩამ