უკრაინის თასის მეოთხედფინალში "შახტარმა" პირველი ლიგის "ვიკტორია" 3:0 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
დონეცკურ გუნდში ირაკლი აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილმა კი - 68-ე წუთამდე.
"შახტარი" 3 ნოემბერს, პრემიერლიგის მეცამეტე ტურში, სტუმრად კიევის "დინამოს" შეხვდება, რომელიც ამ სეზონში წარუმატებლად ასპარეზობს და მეშვიდე ადგილზეა.
კიევი. "ლევი ბერეგი"
ვიკტორია - შახტარი 0:3
გოლები: 0:1 ნაზარინა (17), 0:2 ზუბკოვი (20), 0:3 რაკიცკი (90+1)