ხვიჩა კვარაცხელიამ "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში მე-17 ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
პარიზში, თეატრ "შატლეში", "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალი გაიმართება. "ფრანს ფუტბოლის" პრიზი, დიდი ალბათობით, მერვედ გადაეცემა ლეო მესის.

30 საუკეთესო ფეხბურთელს შორის საქართველოს ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი იყვნენ დასახელებული, რომლებიც დღევანდელ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნეაპოლური კლუბის ორი წარმომადგენელია პრეტენდენტთა შორის.

საბოლოოდ კვარაცხელიამ ნომინანტთა სიაში მე-17 ადგილი დაიკავა. ცნობილი გახდა, რომ მე-16 პოზიცია ქარიმ ბენზემას (ალ იტიჰადი) ერგო, მე-18 - ჯუდ ბელინგემს (რეალი), მე-19 - ჰარი კეინს (ბაიერნი), ხოლო მე-20 - ლაუტარო მარტინესს (ინტერი).

აქამდე
ქართველი ფეხბურთელებიდან ექვსი მოხვდა "ოქროს ბურთის" ნომინანტთა შორის:

1961 წელი - მიხეილ მესხი (მე-17 ადგილი), სლავა მეტრეველი (23)
1965 წელი - სლავა მეტრეველი (17)
1968 წელი - მურთაზ ხურცილავა (24)
1972 წელი - მურთაზ ხურცილავა (11)
1981 წელი - რამაზ შენგელია (7), ალექსანდრე ჩივაძე (8), დავით ყიფიანი (11)

მკითხველის კომენტარები / 12 /
ხან ამ საიტზეც და სხვაგანაც წამიკითხავს. კარგით რაა რა იყო სულ იმ თასების თასზე უნდა ილაპარაკოთო 40 წელი გავიდაო. აგერ 3 ფეხბურთელი იყო 1981 წელს დასახელებული იმ მოწინავე ევრიოპის ფეხბურთელებს შორის. ახლა როგორი ცნობადია და რამხელა პრესა აქვს ხვიჩას, როგორ ვხარობთ მისით. წარმოიდგინეთ ის გუნდი და ის ფეხბურთელები ვისაც არ გახსოვთ და რამაზი მე-7 საშა მე-8 დათო მე-11, იმ გუნდში კიდევ იყვნენ გუცაევი, ვიტალიკა, რომლებიც არანაკლები იყვნენ და ბერვი ევროპული გუნდები დიდი სიმაოვნებით აიყვადნენ. აკი გუცაევს შეთავაზებაც ქონდა რეალისაგან. ასეთი ვარსკვლაური დიდი გუნდი იყო მაშინ დინამო თბილისი. უტკინმა ტყუილად კი არ შეადარა ის დინამო იმ დიდებულ ბარსას რომელმაც ყველაფერი მოიგო. ფეხბურთის ღმერთს ვთხოვ იმ დინამოსთან მიახლოვებული ნაკრები გვყავდეს.
G.LA
30 ოქტომბერი 2023 22:42
3
კარგი სტატიაა, კარგია ქართველი ფეხბურთელები რომ გაიხსენეთ.
პროფესტო
30 ოქტომბერი 2023 22:23
1
ხვიჩას კაცობა,ვაჟკაცობა იმაშია,რომ არავის არ ბაძავს,არავის არ ეჯიბრება,ის თვითონ არის,თვითმყოფადია,უყვარს ფეხბურთი,უნდა ფეხბურთის თამაში და ისიც თამაშობს.
მავანთ თუ სურს,რომ ვინმეს შეადარონ ეს მათი საქმეა.
ხვიჩა თამაშობს ძალიან ლამაზ,მიმზიდველ ფეხბურთს,რომელიც 74 წლის კაცს ღამეებს მათენებინებს,რომ მის თამაშს უყურო.
კიდევ რა უნდა ვთქვა ხვიჩაზე?ის თავმდაბალია,რომლის გამოც ფეხბურთის კარგად მოთამაშე სხვა ფეხბურთელებზე,მაგრამ ქედმაღლებზე ასი თავით მაღლა დგას,ამიტომაც უყვართ ხვიჩა,უყვარს ის თავის მეტოქეებსაც კი და პატივს ცემენ მას,ამის მაგალითია,სხვა მაგალითთა შორის ახლახან ნაპოლი მილანის მატჩის დამთავრების შემდეგ კალაბრიას მისვლა ხვიჩასთან და ჩახუტება,მე ვიტყოდი მოფერება და დაფასება,როგორც დიდი ფეხბურთელისა.
თერჯოლელი
31 ოქტომბერი 2023 11:17
2
მართალი ხარ ტალახაძემ ისტორია დაწერა და ეპოქა შექმნა იქ სადაც ჩვენ მაინცადამაინც წამყვანები არ ვიყავით. . ხვიჩა ამ ისტორიას ვერანაირად ვერ დაწერს იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ეროვნულ ნაკრებში სუპერსუსტი თანაგუნდელები ყავს. . .ის იმ დიდი ფეხბურთელების კოჰორტაში ჩაეწერება,რომლებიც ისტორიას მხოლოდ სტატისტიკაში გამოადგება. . . ნაკრებში როცა არაფერი იქ . . . მაგრამ ხვიჩამ თუ ლიდერის თვისებები არ გამოიჩინა დაიჩაგრება უეჭველად. . . აი მესი იყო ეგრე მთელი წლები და როცა დიდმა დიეგომ ზუსტად მაგაზე მიუთითა მერე გახდა ლიდერი და ჩემპიონიც. . . როცა მესი მწვრთნელს და ფეხბურთელებს უნდა უჩმახებდეს,ის მაგ დროს ფლეისთეიშენს თამაშობსო. . . ხოდა ბოლო მსოფლიოზე მესი იყო ლიდერი.უხეშობდა კიდეც ბლატაობდა კიდეც აფერისტი და კიდეც და მტაცებლობდა კიდეც. . . და აწია კიდეც ნიკეს თასი.აი ეს თვისება არ აქვს ხვიჩას და თანამედროვე სამყაროში გადაჭარბებული თავმდაბლობა თვითმკველობის ტოლფასია
Napoleoni
31 ოქტომბერი 2023 12:00
6
ძალიან სწორი და მართებული კომენტარია!!! იშვიათად თუ ხდება სწორი ანალიზი და მადლობა თქვენ!, ლიდერის თვისებები უნდა გქონდეს და უნდა ისწავლო და არა მარტო მინდორზე უნდა იყო ლიდერი, მინდვრის გარეთაც! გუნდს მხოლოდ ამ შემთხვევაში ულიდერებ, მოტივაციას შესძენ, დაღლილ გუნდს ძალას მისცემ შენი ქმედებით და ყველა გამოგყვება.რთული მისიაა ძალიან რეალურად, მაგრამ შესაძლებელი. ამიტომ სწავლა და განვითარება ყოველთვის ყველას სჭირდება, ისევე როგორც კვარას, მე პირადად ვთვლი, რომ ფიზიკური/ათლეტური თვისებებიც გასაუმჯობესებელი აქვს, სისწრაფეს უკვე ვერ მოუმატებს, რაც აქვს ის უნდა გამოიყენოს, მაგრამ გამძლეობა, სწრაფგამძლეობა შეიძლება, რომ გააუმჯობესოს, ბურთის ართმევის ხარისხი და უკან თამაშის ხარისხიც გასაუმჯობესებელი აქვს, დრიბლინგი და პასი დიდი პლიუსია და აქ აქვს ის უპირატესობები რამაც ამ საღამომდე მიიყვანა. იმედია მოახერხებს უფრო მაღალ საფეხურზე ასვლას და განვითარების სხვა ეტაპზე გადავა! წარმატებები და მადლობა მას იმისთვის რაც უკვე მოახერხა! ესეც დიდი მიღწევაა!
სოსო
31 ოქტომბერი 2023 18:19
0
მესი მსოფლიო ჩემპიონატზე(ის თუ მსოფლიო ჩემპიონატი იყო) იმიტომ "ბლატაობდა", მსაჯები მაგის საშუალებას აძლევდნენ და არგენტინის ნაკრებს ჩემპიონობისკენ ყველანაირად გზას უხსნიდნენ. ასე რომ, ყატარში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი თავიდან ბოლომდე მხოლოდ სიყალბის მაგალითად თუ გამოდგება. მას ნამდვილ ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს.
ზაზა
31 ოქტომბერი 2023 13:39
5
ბასილაშვილს ვერ აჯობა, ნიკო მეთექვსმეტე იყო მსოფლიო რეიტინგში, თუმცა ესეც წარმატებაა, ვულოცავ ხვიჩას
მოამაგე
30 ოქტომბერი 2023 22:10
33
და არც კი უცდია ეჯობნა ბასილაშვილისთვის, და საერთოდ ვინმესთვის, ეს ბიჭი ფეხბურთს თამაშობს. ჯიბრი ჯობნა და ჯანდაბა თქვენსკენ მოიკითხეთ
მოამაგეს
31 ოქტომბერი 2023 01:12
4
რა შუაშია
The
30 ოქტომბერი 2023 22:20
0
ყველა გამოხმაურება
ბარემ ტალახაძესაც შეადარეთ
მოამაგეს
31 ოქტომბერი 2023 09:36
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული