"შტურმის" ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ევროპა ლიგაზე "ატალანტასთან" ჩატარებულ საშინაო მატჩში (2:2) საგოლე გადაცემა გააკეთა და 62-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო შემდეგ ავსტრიის ბუნდესლიგაზე "აუსტრიასთან" შეხვედრა (0:1) ტრავმის გამო გამოტოვა.
"შტურმის" მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა laola1-თან განაცხადა, რომ 2 ნოემბერს "გრაცერთან" თასის 1/8-ფინალში გუნდს წამყვანი ფეხბურთელები - კიტეიშვილი და ვილიამ ბევინგი ვერ დაეხმარებიან. მისი თქმით, ქართველს აქილევსის მყესი აქვს დაზიანებული, ეს უფრო ქრონიკული ტრავმაა და ალბათ, დერბიში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
"შტურმი" ჩემპიონატის ლიდერია, 5 ნოემბერს ბუნდესლიგის მეცამეტე ტურში ლინცში "ლასკს", ხოლო 10 ნოემბერს ბერგამოში
ევროპა ლიგაზე "ატალანტას" დაუპირისპირდება და იმედია, ოთარი იქამდე მწყობრში ჩადგება.