"რეალი" თუ "ბარსელონა"? - ხვიჩამ ცერემონიაზე კითხვაზე უპასუხა

AutoSharing Option
"ოქროს ბურთის" 2023 წლის დაჯილდოებაზე საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მე-17 ადგილი დაიკავა და ესპანელმა ჟურნალისტმა მიკროფონით კითხვით მიმართა - რომელ კლუბს ანიჭებს უპირატესობას, "რეალს" თუ "ბარსელონას"?

ქართველმა, რომელიც ბავშვობიდან "რეალის" გულშემატკივარია, ლაკონურად უპასუხა: "ორივეს! ეს ორი შესანიშნავი კლუბია".

Sportall.Ge

ნეაპოლური საიტები აღნიშნავენ, რომ კვარაცხელია არ დაიბნა, ჭკვიანური და დიპლომატიური პასუხი გასცა და არასაჭირო სპეკულაციას თავი აარიდა.

"ნაპოლი" 3 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" სახლში 2:3 დამარცხდა. ეს გუნდები ერთმანეთს 30 ნოემბერს მადრიდში შეხვდებიან და ხვიჩას "სანტიაგო ბერნაბეუზე" თავის გამოჩენის
შანსი მიეცემა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ძალიანაც სწორი პასუხი გასცა.. ვთქვათ და რეალმა არ გამოიჩინა არანაირი ინტერესი და ამ დროს ბარსა კარგ კონტრაქტს სთავაზობს როგორ მიიღებდა ბარსას გულშემატკივარი თუკი ყველას ემახსოვრებოდა მისი რეალისადმი უპირატესობა ყველამ კარგად ვიცით თუ რამხელა ძალა აქვთ ფანებს დიდი კლუბების ფეხბურთელების თითოეული საქციელის თუ გამონათქვამების გამო ზეწოლის მოხდენა კლუბების ხელმძღვანელობაზე.
კახა
01 ნოემბერი 2023 22:08
2
არ მესმის რეალის ფანი იყო და ასეთ მარტივ კითხვაზე შენი პოზიცია ვერ დააფიქსირო, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად ხვიჩასადმი ამ უბრალო პასუხში ერთი რამე იკვეთება, რომ ბოლომდე არ არის დარწმუნებული რომ რეალში მოხვდება და უბრალოდ დიპლომატიური პასუხი გასცა, იგივე კითხვა რომ დაუსვა მბაპეს უბრალოდ გაეცინება ასეთ სისულელეზე
მამუკა
01 ნოემბერი 2023 20:55
72
სოსო ანუ შენ ფიქრობ რომ ეხლა მბაპემ რომ გამოთქვას სურვილი ბარსაში თამაშის, ბარსას ხელმძღვანელობა და გულშემატკივრები უარზე იქნებიან? სასაცილოა ისეთი არგუმენტი მომიყვანე.
მამუკა
02 ნოემბერი 2023 01:50
2
სოსოო ….რატომ იბრალებ რომ ფეხბურთი გესმის ?! გემოვნებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი …ხვიჩას( მე არ ვარ ბევრივით შეშლილი ფანატიკოსი პირიქით ახალგაზრდულის ფინალი( რისი შანსიც ნაღდად იყო) რომ დაედო 17-ე კი არა უეჭველი ათეულში მოხვდებოდა )რომ ვინისიუსს შეადარებ და თან წინ დააყენებ უეჭველი შორს ხარ ფეხბურთიდან ეგეთი შედარება იყო ჩემს ბავშვობაშიც ბლოხინს ( ბეი ბეგის ) და ყიფიანს ადარებდნენ ერთმანეთს ერთი მართლაც რომ ( ვინისიუსს ისიც ბევრად სჯობდა) “ბეი ბეგი და ლეგკოატლეტი” ანუ ( მძლეოასანი, მორბენალი ანუ არაფეხბურთელი ) მეორეს ზედმეტსახელები კი იყო ფეხბურთის პროფესორი , ვირტუოზი, ტვინი, შემსრულებული ( ეს ზედმეტსახელები გადმოთარგმნილია უმეტესობა)…ასე არის დღესაც კვარა არის ფეხბურთელი და თაან ძაან მაგარი ფეხბურთელი ხოლო ეს თქვენი ვინი კი არის მორბენალი ცხენი რომელსაც დარტყმა ძლივს ასწავლეს ( 3 წელი დასჭირდათ) თავიდან ისე დარბოდა მოედანი არ ყოფნიდა კარში დაერტყა კი არა სირბილის დროს სცდებოდა კარებს სალაროებთან ძლივს აჩერებდნენ …ერთი 5 წელი ალბათ პასის მიცემის სწავლას დასჭირდება …უბრალოდ იყო ბრაზილიელი ჯანმრთელი კარგად და თან სწრაფად მორბანალი პირესმა გადაწყვიტა თავიდანვე პიარით აეღო მსოფლიო თან პარალელურ რეჟიმში ასწავლიდნენ ფეხბურთის თამაშს პერეს რომ ჭკუა ქონდეს გაყიდიდა მაგას პსჟ-ში ( ისინიც მაგარი ..ეები არიან და გადაიხდიან 150 მ-ს თან მაგარი პარა ეყოლებათ ფლანგებზე აქეთ ვინი იქეთ დემბელე შემცვლელებად ხურდაში როდრიგო და რაფინიაც მიამატონ ) მაგრამ კიდევ კარგი რომ პერესს არ აქვს მაგის უნარი თორემ ვინ გააჩერებდა კვარას დაბელინგემს …არც ბარსას აქვს ტვინი თორემ გავი,პედრი და კვარა დახევდა მსოფლიოს !!!
მდაა
02 ნოემბერი 2023 01:36
3
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული