"რეალი" თუ "ბარსელონა"? - ხვიჩამ ცერემონიაზე კითხვაზე უპასუხა

AutoSharing Option
"ოქროს ბურთის" 2023 წლის დაჯილდოებაზე საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მე-17 ადგილი დაიკავა და ესპანელმა ჟურნალისტმა მიკროფონით კითხვით მიმართა - რომელ კლუბს ანიჭებს უპირატესობას, "რეალს" თუ "ბარსელონას"?

ქართველმა, რომელიც ბავშვობიდან "რეალის" გულშემატკივარია, ლაკონურად უპასუხა: "ორივეს! ეს ორი შესანიშნავი კლუბია".

Sportall.Ge

ნეაპოლური საიტები აღნიშნავენ, რომ კვარაცხელია არ დაიბნა, ჭკვიანური და დიპლომატიური პასუხი გასცა და არასაჭირო სპეკულაციას თავი აარიდა.

"ნაპოლი" 3 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" სახლში 2:3 დამარცხდა. ეს გუნდები ერთმანეთს 30 ნოემბერს მადრიდში შეხვდებიან და ხვიჩას "სანტიაგო ბერნაბეუზე" თავის გამოჩენის
შანსი მიეცემა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თუ ცოტა ტვინი გიმუშავებს მოქმედ ფეხბურტელს მიტუმეტეს ასეთი მომავლის მქონეს არ უნდა დაუსვა ასეთი კითხვები იმიტო რო ნებისმიერის დასახელება იქნება მისთვის უხერხული და შეიძლება გაუჩინოს მოძულეები მეორე გუნდის ფანებში ან ხელმძღვანელობაში იგივე თუნდაც ფეხბურთელში ნამდვილად არ მაინტერესებს ხვიჩას ჩაი უფრო მოსწონს თუ ყავა ვარდი ტუ ტიტა კრიშტი თუ მესი ქერა თუ შავგრემანი მისი პირადია და არაა აუცილებელი საჯაროდ აზრი გვაინტერესებდეს
ნოდო
22:40 01-11-2023
6
ყველამ ვიცით რომ ხვიჩა რეალის გულშემატკივარია ბავშობიდან მაგრამ რეალურად რო შევხდოთ დღეის მდგომარეობით რეალში ხვიჩას გადასვლა რთულად წარმოსადგენია.ერთი რომ ვინისუისმა 2027 კონტრაქტი გააგრძელა და მეორე რომ ამ ზაფხულს მბაპესაც იმატებენ.ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ხვიჩას დამატება ცოტა ძნელად წარმოსადგენია და თუ მაინც წარმოვიდგენთ ურთულესი კონკურენციის დაძლევა მოუწევს რეალში ძირითადში მოსახვედრად.ხვიჩა კი სკამისთვის არავის გვემეტება და სულ არ მინდა კაკას როლი მოირგოს, უბრალოდ ფურცელზე დარჩეს კარიერის ბოლოს, რომ რეალშიც ითამაშა.ბარსელონას რაც შეეხება ჩემი აზრით ხვიჩა ბარსაში არათუ ძირითადს ითამაშებს არამედ N1 ფეხბურთელი გახდება კლუბისთვის და ვერაირი ფელიში კვარას კონკურენციას ვერ მოუგებს.მენიშნა რომ კვარას გააზრებული აქვს ეს ყველაფერი და 100% პასუხი გასცა კითხვას.
giorgi
18:24 02-11-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული