ცნობილი გახდა, რატომ გამოტოვებს მამარდაშვილი შემდეგ მატჩს

AutoSharing Option
მიუხედავად "ბილბაოსთან" გაშვებული ორი გოლისა, გიორგი მამარდაშვილი მატჩის MVP-დ დაასახელეს, ლა ლიგის მე-11 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს და ტურის საუკეთესო მეკარედ აღიარეს. ამას გარდა, "ვალენსიას" კარის დარაჯის მიერ მე-60 წუთზე დანი გარსიას დარტყმული ბურთის მოგერიება ტურის TOP 5 სეივს შორის მოხვდა.

2 ნოემბერს "ვალენსია" თასზე გასვლაზე სეგუნდა დივიზიონის "ლოგრონესს" შეხვდება და დიდი ალბათობით, მამარდაშვილი მიმდინარე სეზონში პირველად არ ითამაშებს. მწვრთნელმა რუბენ ბარახამ გადაწყვიტა, გიორგი დაასვენოს და მის ნაცვლად შანსი ხაუმე დომენეკს მისცეს.

5 ნოემბერს "ვალენსია" პრიმერაზე "გრანადას" უმასპინძლებს და კარში
ადგილს კვლავ ქართველი დაიკავებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რა გახდა ცნობილი? რომ დაასვენებს? მაგარი სათაურია
ქართველი
18:18 02-11-2023
1
რა მაგარი ხარ გიორგი, შემოგევლე! წარმატებები!
ბრწყინავს და კაშკაშებს ქართული გენი და ჯიში?
დიდება საქართველოს!
ლევანი
16:20 02-11-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული