ესპანეთის თასის პირველ რაუნდში „ვალენსიამ“ გადახალისებული შემადგენლობით გასვლაზე სეგუნდა დივიზიონის „ლოგრონესი“ 2:0 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
სტუმართა გუნდის მწვრთნელმა რუბენ ბარახამ ამ სეზონში პირველად მისცა დასვენების საშუალება მეკარე გიორგი მამარდაშვილს, რომელიც სახლში დატოვა და მის ნაცვლად ხაუმე დომენეკი ათამაშა.
5 ნოემბერს "ვალენსია" ლა ლიგის მეთორმეტე ტურში "გრანადას" უმასპინძლებს.
ლოგრონო. „ლას გაუნასი“
ლოგრონესი - ვალენსია 0:2
გოლები: 0:1 გონსალბესი (45+1), 0:2 ლოპესი (88)