"ხვიჩა კვლავ ბრწყინვალე იყო, "ნაპოლიში" გარსიას ამბავი მალე დასრულდება" - რა თქვა კასანომ

AutoSharing Option
ვეტერანი ფეხბურთელი ანტონიო კასანო "ნაპოლისა" და "მილანის" (2:2) მატჩს გამოეხმაურა.

"რეალის" ყოფილი ფორვარდის თქმით, "პარტენოპეის" გარემარბებმა ხვიჩა კვარაცხელიამ და მატეო პოლიტანომ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს. კასანოს მიაჩნია, რომ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია გუნდში ადგილს დიდხანს ვერ შეინარჩუნებს.

"ვფიქრობ, გარსია საკმარისად კარგად არ მუშაობს, ხშირ შემთხვევაში ფრანგი ინტუიციით მოქმედებს. არ ვარ დარწმუნებული, რომ "ნაპოლიში" ადგილს დიდხანს შეინარჩუნებს.

"მილანთან" პოლიტანომ და კვარაცხელიამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს. დანარჩენები ნაკლებად გამორჩეულები იყვნენ. გარსია არაერთ შეცდომას უშვებს, რაც შედეგს აუცილებლად გამოიღებს. მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლიმ" სატურნირო
ცხრილში "ატალანტა" ჩამოიტოვა, "პარტენოპეის" კვლავ უამრავი პრობლემა აქვს.

კალულუსა და პულიჩის ტრავმები რომ არა, "ნაპოლი" მატჩის შემოტრიალებას ვერ შეძლებდა", - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.

altრა გველის ნოემბერში - რეაბილიტაციის შანსი ესპანეთთან, კვარაცხელია კვლავ "რეალის" წინააღმდეგ და ჩემპიონობის ბათუმური შანსები...

alt"თქვენით ვამაყობთ" - როგორ გამოეხმაურა "ნაპოლი" "ოქროს ბურთის" დაჯილდოების შემდეგ კვარაცხელიასა და ოსიმენის წარმატებას

alt"ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი... მესიმ "ოქროს ბურთის" მოგება დაიმსახურა" - რა თქვა კვარაცხელიამ Ballon d'Or 2023-ზე მე-17 ადგილის დაკავების შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
რასპადორის რას ერჩოდა?
toti
13:19 03-11-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული