აზაროვმა "ბარსელონასთან" მატჩის წინ ტრავმა მიიღო - "შახტარმა" კიევის "დინამოს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის პრემიერლიგის მე-12 ტურში „შახტარმა“ გასვლაზე კიევის „დინამო“ 1:0 დაამარცხა.

დონეცკურ გუნდში ირაკლი აზაროვი ისევ სასტარტოში იყო, მაგრამ 33-ე წუთზე მეტოქესთან ბურთზე ბრძოლისას ტრავმა მიიღო, სამედიცინო პერსონალის დახმარებით, კოჭლობით დატოვა მოედანი და შეცვალეს. ჯერ უცნობია რამდენად სერიოზულად დაშავდა ის და რამდენი ხანი გაუცდება. მწვრთნელმა მარინო პუშიჩმა გიორგი გოჩოლეიშვილი 76-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე და მან ყვითელი ბარათი მიიღო.

„შახტარს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 24 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ „კრივბასს“ 2 ქულით ჩამორჩება და 7 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე ჰამბურგში „ბარსელონას“ უმასპინძლებს.

კიევი. „ვალერი ლობანოვსკი“

დინამო (კიევი) - შახტარი 0:1
გოლი: ზუბკოვი (54)

მკითხველის კომენტარები / 3 /
უკრაინელები რეალურად რუსებზე მეტი კუდაბზიკები,ქედმაღლები და შოვინისტები არიან.ასეა ეს და ვინც თავს იტყუებს და დიდ ძმებად მოიხსენიებს მათ,ან მწარედ ცდება ანაც შეგნებულად მავნებლობს....
მაო
04 ნოემბერი 2023 11:16
10
რუსებზე საუბრობთ და აგერ უკრაინელ კომენტატორს კიდია საერთოდ, ვითომც ბურთი გამოცვალეს ისე გააგრძელა კომენტარი, მდა
საქმეც მაგაშია
04 ნოემბერი 2023 02:51
13
ძაააან სუსტია რატო არ ვარჯიშობს კუნთოვან მასის გაზრდაზე ვერ ვხვდები
beqa
03 ნოემბერი 2023 21:07
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული