"მიქაუტაძე "აიაქსის" დონის ფეხბურთელი არაა, იმედია, "მეცი" დღესვე წაიყვანს" - ცნობილი ნიდერლანდელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
როგორც გუშინ გაცნობეთ, ფრანგული პრესის ცნობით, "მეცი" "აიაქსის" ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის დაბრუნებაზე სერიოზულად ფიქრობს. ფრანგული კლუბი მზადაა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ქართველი 6-თვიანი იჯარის წესით გადაიბიროს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ცნობილმა ნიდერლანდელმა ჟურნალისტმა ვალენტიენ დრიესენმა გააკეთა. მისი თქმით, "აიაქსმა" მიქაუტაძე დაუყოვნებლივ უნდა გაუშვას, რადგან გიორგი ამსტერდამული კლუბის დონის ფეხბურთელი არ გახლავთ.

"მიქაუტაძის დაბრუნება "მეცში"? იმედია შეთანხმება დღესვე მოხდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფრანგული კლუბი მოთამაშის ხელფასის ნახევარს მაინც გადაიხდის.

ყველამ ვხედავთ, რომ მიქაუტაძე "აიაქსის" დონის ფეხბურთელი არაა, ასე რომ არ იყოს, მოედანზე
უფრო დიდ დროს გაატარებდა. მართალია, ტაილანდის ნაკრებს 4 გოლი გაუტანა, თუმცა ახლახანს მისი გუნდი ერედივიზონის ტაილანდს დაუპირისპირდა, რომელსაც "ვოლენდამი" ჰქვია, თუმცა ქალბატონებო და ბატონებო, გიორგის მოედანზე არც ერთი წამი არ გაუტარებია", - განაცხადა De Telegraaf-ის ჟურნალისტმა.

შეგახსენებთ, მიქაუტაძე "აიაქსს" გასულ ზაფხულს 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ, "მეციდან" შეუერთდა.

alt"კარგი ფეხბურთელია, თუმცა ეს ხარვეზები უნდა გამოასწოროს" - "აიაქსის" მწვრთნელი მიქაუტაძეზე

alt"აიაქსმა" მოიგო - მიქაუტაძე ვან ტ’სხიპმაც არ ათამაშა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 54 /
Ასეთი რაღაც არ მინახავს კაცს არ ათამაშებენ და ისე აკრიტიკებენ. Ათამაშე ჯერ 10 თამაში და მერე აკრიტიკებე თუ ვერაფერს იზამს....
Dato
12:12 07-11-2023
0
კვარაცხელიაზეც ასე ეგონათ და კიდევ კარგი, რომ თავის დროზე უარი თქვეს მის დახმარებაზე, თორემ ხვიჩასაც დაღუპავდნენ..
Baxt
22:28 05-11-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული