"ნაპოლიმ" სტუმრად "სალერნიტანა" 2:0 დაამარცხა და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მეთერთმეტე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „სალერნიტანას“ 2:0 სძლია.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო, კვარაცხელიამ გადმოვარდნილ ბურთზე ყველას დაასწრო, მაგრამ შორიდან მიზანს ვერ უწია, შემდეგ კი რასპადორიმ ოჩოას კარი დალაშქრა. აქედან მოყოლებული თამაში დაწყნარდა, პოზიციურ ბრძოლაში გადავიდა, მომენტები არ იქმნებოდა. ბოლოსკენ ნეაპოლელებს შანსები მიეცათ: რასპადორის ოჩოამ არ გაატანინა, ხვიჩამ ბურთი კარს ააცილა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „ნაპოლის“ მეტოქის კარზე იერიში იერიშზე მიჰქონ
და, რასპადორის დარტყმული მეკარემ მოიგერია, პოლიტანომ ბურთი ძელს გაარტყა. მაცოკიმ მესამედ წააქცია „კვარა“ და ყვითელი ბარათი მიიღო. 67-ე წუთზე მწვრთნელმა რუდი გარსიამ კვარაცხელია ელმასით, ხოლო რასპადორი სიმეონეთი შეცვალა. ელმასმა 82-ე წუთზე ანგარიში გაზარდა და "ნაპოლიმ" გაიმარჯვა.

„ნაპოლი“ 21 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე სახლში „უნიონთან“ გამართავს.

სალერნო. „არეკი“
სალერნიტანა - ნაპოლი 0:2
გოლები: 0:1 რასპადორი (13), 0:2 ელმასი (82)

მკითხველის კომენტარები / 36 /
სოსო ბატონო, გეთანხმებით. კარგად ხედავთ და არჩევთ ყველაფერს. ხვიჩაზე ცუდი კომენტარი უნდა გააკეთო? ან არ გესმის თემა, ან კიდევ არა ხარ კაი კაცი. ძლივს გვყავს კაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ წითელ ხალიჩაზე იდგა მსოფლიოს ვარსკვლავებს შორის, უმაგრეს მეუღლესთან ერთად და თავი კარგადაც წარმოაჩინეს. დაბნეულობა აშკარად ეტყობოდათ, ნიცამ იპოზიორა კიდეც. ლამაზი, საყვარელი და წარმატებული ქათველი წყვილი მსოფლიო დიდების კვარცხლბეგზე. ღმერთმა გვიმრავლოს ეგეტი წყვილები ქართველებს. გული მტკივა ამდენ ბოღმას რომ ვხედავ. ხვიჩა პროფესიონალია, ლიგაზეც უნდა ითამაშოს, ჩემპიონატშიც, თასზეც და ნაკრებშიც, თან მხოლოდ ტიტულებისთვის, რატქმა უნდა ნაკრებს სამწუხაროდ ვერ ვგულისხმობ. ამიტომ ხვიჩამ ძალები აუცილებლად უნდა დაზოგოს და ეს კალიარის დონის გუნდებთანაა შესაძლებელი, თან სხვა მოთამაშეებიც მუდმივ ფორმაში უნდა იყოს. დანარჩენი კი, ხაზთან გავა, ტუ ცენტრში შეიწევს, მწვრთნელი წყვეტს. ასე, რომ დაანებეტ თავი ბოღმის ნთხევას.
ლევან მაღლაკელიძე.
00:53 06-11-2023
0
მე დიდი ფეხბურთის მცოდნე არ ვარ. უბრალოდ მაინტერესებს ფეხბურთის მერე რომელი ქალაქის მერობას აპირებს ხვიჩა.
ივანე
18:17 05-11-2023
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული