
ჩემპიონშიფის მეთხუთმეტე ტურში "ჰადერსფილდისა" და "უოტფორდის" მატჩი 0:0 დასრულდა.
სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძემ ისმაელ კონეს ნაცვლად დააყენა სასტარტოში და 67-ე წუთზე კონეთი შეცვალა. ჩაკვეტაძემ თამაში ძირითად შემადგენლობაში მეორედ დაიწყო და sofascore-სგან 6.9 შეფასება მიიღო, flashscore-სგან 6.6, ხოლო whoscored-ისგან 6.3.
მიუხედავად იმისა, რომ "უოტფორდი" ლიდერთა შორის არაა, ერთ-ერთ აუტსაიდერთან შეხვედრაში საქომაგოდ ათასამდე გულშემატკივარი გაჰყვა, თუმცა მათმა გუნდმა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.
"უოტფორდი" ბოლო 5 მატჩში დაუმარცხებელია (2 მოგება და 3 ფრე), 18 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და 11
ნოემბერს "როტერჰემს" უმასპინძლებს.
ჰადერსფილდი. "ჯონ სმიტსი". 18 225 მაყურებელი
ჰადერსფილდი - უოტფორდი 0:0