სომხეთი და კიდევ სამი სხვა - რომლებია ის ქვეყნები, რომლებმაც კვარაცხელია ოქროს ბურთის გამოკითხვაში ტოპ 5-ში დაასახელა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ოქროს ბურთის 2023 წლის დაჯილდოვებაში, სადაც 2022/23-წლების სეზონის შედეგები იყო გათვალისწინებული, მე-17 პოზიცია დაიკავა.

ახლა კი გამოქვეყნდა ის პასუხები, თუ რომელმა ქვეყნის ჟურნალისტმა რა არჩევანი გააკეთა, საიდანაც ვიგებთ, რომ "კვარა" ტოპ 5-ში 4-მა ქვეყანამ დააყენა.

ჩვენებური ყველაზე მაღალ მე-3 პოზიციაზე ქართველმა ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ დაასახელა, სომეხმა სურენ ბაღდასარიანმა და კიდევ იორდანიისა და იტალიის წარმომადგენლებმა კი ხვიჩა მე-5 ადგილზე გაიყვანეს.

ინფორმაციისათვის, ისტორიაში მერვედ ოქროს ბურთის მფლობელი ლიონელ მესი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
სომხებმა და ქართველებმა თუ არ მივეცით ხმა ერთმანეთს აბა სხვა მითუმეტეს მოგვცემს.
sul2
22:50 05-11-2023
2
მადლობა სომხეთს იტალიას და იორდანიას . იორდანიისგან მართლა არ ველოდი. წყარო თუ იცით ვინმემ როგორ გავიგოთ ვინ ვის მისცა ხმა
გიო
13:23 05-11-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული