სერია A-ს მეთერთმეტე ტურში „ფროზინონემ“ სახლში „ემპოლი“ 2:1 დაამარცხა.
"ბაიერნიდან" იჯარით აყვანილმა 17 წლის ნახევარმცველმა არიიონ იბრაჰიმოვიჩმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ფრანჩესკო კაპუტომ ორწუთიან ინტერვალში ორი გოლი გაიტანა, მაგრამ მეორე თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს.
მასპინძელთა გუნდის შემტევი გიორგი კვერნაძე ამჯერად სათადარიგო იყო.
„ფროზინონე“ 15 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა და 12 ნოემბერს მილანში „ინტერს“ დაუპირისპირდება.
ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“
ფროზინონე - ემპოლი 2:1
გოლები: 1:0 ჩუნი (58), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (74), 2:1 კაპუტო (86)