გოჩოლეიშვილის საგოლე პასი - პირველი ტაიმის შემდეგ "შახტარი" "ბარსელონას" ამარცხებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "შახტარი" პირველი ტაიმის შემდეგ „ბარსელონას“ 1:0 ამარცხებს.

დონბასური გუნდის მწვრთნელმა პუშიჩმა გოჩოლეიშვილი დისკვალიფიცირებული კონოპლიას ნაცვლად დააყენა ძირითად შემადგენლობაში, აზაროვი კი, როგორც ჩანს, მიღებული ტრავმის შემდეგ ბოლომდე ვერ მომჯობინდა და სათადარიგოთა შორის დატოვა. შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო, ორხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და პირველი მომენტი პირობითმა მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც პირისპირ გასული მატვიენკოს დარტყმული ბურთი მეკარე ტერ შტეგენმა ფეხით მოიგერია. გოჩოლეიშვილი დაცვაში კარგად იდგა, იერიშებშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა და 41-ე წუთზე მისი პასით სიკანმა თავურით დონეცკელები დააწინაურა.

ჰამბურგი.
„ფოლკსპარკშტადიონი“

შახტარი - ბარსელონა
გოლი: სიკანი (41)
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრავო გოჩოლეიშვილი! ბარსასთან MVP რომ გახდები რამხელა წარმატებაა!
გია პაპა
23:46 07-11-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული