Flashscore-მა გოჩოლეიშვილი "ბარსელონასთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "შახტარმა" „ბარსელონა“ 1:0 დაამარცხა. დონეცკურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა გიორგი გოჩოლეიშვილმა, ირაკლი აზაროვი კი სათადარიგო იყო.

გოჩოლეიშვილი საუცხოოდ გაისარჯა, საგოლე გადაცემა გააკეთა და Flashscore-მა მატჩის MVP-დ დაასახელა, რომელმაც მისი გარჯა 7.9 ქულით შეაფასა. whoscored-ისგან ქართველმა 7.4 შეფასება მიიღო, ხოლო Sofascore-სგან 7.0 - ყველაზე მაღალი თავის გუნდში იაროსლავ რაკიცკის და დანილო სიკანის შემდეგ.

ანალიტიკურმა საიტებმა "ბარსელონას" რიგებში საუკეთესოდ ჟოაო კანსელო მიიჩნიეს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ადრეც დავწერე,მე პირადად გოჩალეიშვილი მიმაჩნია ყველაზე ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელად,კვარაცხელიას შემდეგ.ჩავარდნა ნაკრებში სწორედაც,რომ სანიოლის შეცდომების ბრალი იყო,მისთვის არასწორი დავალების და ზოგადად არასწორი ტაქტიკის შერჩევის გამო და მისგან ბოლო თამაშებში მისი არგამოძახება არა მარტო შეცდომა არამედ უსინდისობაც იყო.
საჩინო
21:03 08-11-2023
1
ეს ვინ ყოფილა ჰა??? მალავდენ სანიოლი და ძმანნი მისნი კიდევ ერთ ფეხბურთის მომავალ ქართველ "ვარსკვლავს"?; თუ. . . (სამწუხაროდ?!) თვითონაც ვერ შეამჩნიეს გიორგის ისეთი რეალური შესაძლებლობები, რომლებიც შეამჩნიეს შახტარის მესვეურებმა?
ვაჟა მასწავლებელი
12:48 08-11-2023
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული