Flashscore-მა ხვიჩა "უნიონთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "ნაპოლიმ" "დიეგო მარადონაზე" აუტსაიდერი "უნიონი" ვერ დაამარცხა (1:1), თუმცა 7 ქულით მეორე ადგილზეა და პლეი-ოფში გასვლის კარგი შესაძლებლობა აქვს.

მასპინძელთა გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, რამდენიმე მომენტი თავად შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა და Flashscore-მა 8.7-იანი შეფასებით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

Sofascore-მა ქართველის გარჯა 7.9 ქულით, Whoscored-მა კი 7.6-ით შეაფასა.

"ნაპოლი" 12 ნოემბერს, სერია A-ს მეთორმეტე ტურში, "ემპოლის" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 39 /
!!-ს. რას ერჩი, სწორად უწერია. https://www.flashscore.com/match/U1k0XOiA/#/match-summary/lineups
სანდრო
09 ნოემბერი 2023 02:39
1
წუხელ ლელოს საიტზე ვნახე,ფლეშსკორმა,8,2 დაუწერაო,ეწერა.
სოსო
09 ნოემბერი 2023 12:53
1
რას ბოდიალობ რა პოლიტინა კარგი იყო თუ ცუდი ნაპოლიში ყველას ჯობდა თან აშკარად.
abcd-ეს
09 ნოემბერი 2023 02:16
11
სტატიის ავტორი არის ურცხვი მატყუარა,სავარაუდოდ სანაიას მიმდევარი და ხვიჩას არაკეთილმოსურნე,ხვიჩას შეფასება დღეს 8.4-იყო
!!
09 ნოემბერი 2023 01:52
15
ეს ფლეშსქორი ქართულია? ანუ პოლიტანოზე მაგრა ითამაშა? მერე აქედან მოდის იმედგაცრუება, იქ თავს იკლავენ და ნაკრებში რა ემართებათო . ნუ აშტერებთ ხალხს და ტყუილ ილუზიებს ნუ უმქნით თითოს ხვიჩათ ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მინიმუმ ნახევარფინალში გავა. თეთრს თეთრი დაარქვი და შავს შავი .p.s . არავისზე ნაკლებად არ ვგულშემატკივრობ ხვიჩას
abc
09 ნოემბერი 2023 01:37
17
თამაში ნახე? პოლიტანომ რა ითამაშა „მაგრა“, გოლი რომ გაიტანა? ასხლეტილი ბურთი რომ მოხვდა და მეორე ასხლეტით რომ კარში შევარდა? მხოლოდ „კრიტიკა“ არაა საკმარისი თავის „ჭკვიანად“ წარმოსაჩენად ან სხვებისგან გამორჩეულად, იმ კრიტიკას დასაბუთება და ანალიტიკური აზროვნება სჭირდება. მოიფიქრეს ქართველებმა ახალი „სიბრძნე“ — გააკრიტიკებენ უაზროდ და თურმე მეტად ყვარებიათ... კაი კაცო...
nika
09 ნოემბერი 2023 02:29
13
ეს უკვე სახელის დამსახურებაა და არა თამაშის, ყველაზე ცუდი თამაში რაც კი მიყურებია და ზოგადად შარშანდელის აჩრდილი დადის მოედანზე. დიდხანს არ დაუწყებენ ფოფინს თუ ვარჯიშები არ გააორმაგა როგორცადრე...
რუსთავი
09 ნოემბერი 2023 01:10
23
აღარ უყურო
ვასო 67
09 ნოემბერი 2023 07:08
2
ბოღმიანი ხელმოცარულების გასაგონად, ფეხბურთელი ფასდება მის მიერ გაწეული აქტივობის მიხედვით და არა ,,იიი გოლი", ,,იიი ასისტი" მიხედვით. ;) სოროსკენ! ))))
მამუკა
09 ნოემბერი 2023 01:04
21
ეტყობა ჩააწყო. ყველაზე ცუდი თამაში ჰქონდა კარიერაში
ზურა
09 ნოემბერი 2023 00:49
35
რა პონტში, ვერ გავიგე. ეტყობა სხვა რამეს ვუყურე. ე.ი. ვინც ცუდად ითამაშა ის მოედანზე იწვა და ხვრინავდა ეს თუ კარგია /?
?
09 ნოემბერი 2023 00:47
30
ზუსტად ეგრეა, კვარა იმიტომ იყო უკეთესი, რომ დანარჩენები უარესები იყვნენ.
დდდ
09 ნოემბერი 2023 01:17
5

სიახლეები პოპულარული