ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "ნაპოლიმ" "დიეგო მარადონაზე" აუტსაიდერი "უნიონი" ვერ დაამარცხა (1:1), თუმცა 7 ქულით მეორე ადგილზეა და პლეი-ოფში გასვლის კარგი შესაძლებლობა აქვს.
მასპინძელთა გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, რამდენიმე მომენტი თავად შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა და Flashscore-მა 8.7-იანი შეფასებით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
Sofascore-მა ქართველის გარჯა 7.9 ქულით, Whoscored-მა კი 7.6-ით შეაფასა.
"ნაპოლი" 12 ნოემბერს, სერია A-ს მეთორმეტე ტურში, "ემპოლის" უმასპინძლებს.