Flashscore-მა ხვიჩა "უნიონთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "ნაპოლიმ" "დიეგო მარადონაზე" აუტსაიდერი "უნიონი" ვერ დაამარცხა (1:1), თუმცა 7 ქულით მეორე ადგილზეა და პლეი-ოფში გასვლის კარგი შესაძლებლობა აქვს.

მასპინძელთა გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, რამდენიმე მომენტი თავად შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა და Flashscore-მა 8.7-იანი შეფასებით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

Sofascore-მა ქართველის გარჯა 7.9 ქულით, Whoscored-მა კი 7.6-ით შეაფასა.

"ნაპოლი" 12 ნოემბერს, სერია A-ს მეთორმეტე ტურში, "ემპოლის" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 39 /
რა პონტში, ვერ გავიგე. ეტყობა სხვა რამეს ვუყურე. ე.ი. ვინც ცუდად ითამაშა ის მოედანზე იწვა და ხვრინავდა ეს თუ კარგია /?
?
09 ნოემბერი 2023 00:47
30
ზუსტად ეგრეა, კვარა იმიტომ იყო უკეთესი, რომ დანარჩენები უარესები იყვნენ.
დდდ
09 ნოემბერი 2023 01:17
5
ძნელია ორივეს, ნიცას და მეტოქეს, უტანო გოლები:-). რას იზავ!
.
09 ნოემბერი 2023 11:06
41
ღირსი არა ხარ, რომ ნიცას რასაც უტანს ის შენ გაგიტანოს მთელმა საქართველომ? შე ს-ო
ბმბ
09 ნოემბერი 2023 12:12
4
რას ბოდიალობ რა პოლიტინა კარგი იყო თუ ცუდი ნაპოლიში ყველას ჯობდა თან აშკარად.
abcd-ეს
09 ნოემბერი 2023 02:16
11
გაიხსენეთ როგორი კვარაცხელია მივიდა ნაპოლში, ვამბობდით ტიპიურ პოლიტანოდ აქცევენო და პოლიტანოზე უარესად აქციეს, მუდამ ბურთის დაკარგვის შიში აქ და არ ამწვავებს თამაშს, მაქსიმუმ ორი სამჯერ ცადოს რამე და იქაც სითამამე აკლია. უფრო გაბედულად და თამამად უნდა ითამაშოს, მეტი უნდა იმოძრაოს და მეტად უნდა იყოს თამაშში ჩართული. სახელიც აქვს გულშემატკივრების სიყვარულიც და დროა თავისი თამაში ითამაშოს, ყველაფერში მწვრთნელის სმენამ ვნახეთ არაფერი კარგი არ მოუტანა, არც ერთი მწვრთნელი არ მიცემს ფეხბურთელს თავისუფლებას მაყურებლების მხარდაჭერით თვითონ თუ არ მოიპოვა მოედანზე.
ნიკა
09 ნოემბერი 2023 09:17
3
თუ ეს უჟმური და უფანტაზიო გარსია არ მოაშორეს გუნდს,როგორი მაგარიც არ უნდა იყოს ხვიჩა,ამ კაცის ხელში,განვითარებას ვინ დაეძებს,ისიც დაავიწყდება რაც იცის.
ენძო
09 ნოემბერი 2023 09:49
1
ტყუილებზეგმც გადახვედით? უნიონის პოლ ჯაეკელი დაასახელა ფლეშსკორმა საუკეთესოდ
K
09 ნოემბერი 2023 15:44
1
ხვიჩას საუკეთესო მატჩი არ იყო, არც 8.0-ზე მეტს იმსახურებდა, მაგრამ სხვა ფეხბურთელებს სჯობდა აშკარად, არაერთხელ გაამწვავა და პოტენციურად საგოლე პასი არაერᲮელ გააკეთა, მოწინააღმდეგის მინიმუმ 2 ფეხბურთელს მუდმივად აკავებდა. Არ გამოუვიდა კარში დარტყმები. ეგენიც რომ გამოსვლოდა, მაშინ მისი შეფასება 9-მდეც კი გავიდოდა.
ლაშა
09 ნოემბერი 2023 15:35
1
ტიპმა ყველაფერი გააფუჭა რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა და საუკეთესო იყოო. ხვიჩას რომ ვუყურებ და იმ მითებს და ილუზიებს რაც მის შესახებ იქმნება უკვე ეჭვი მეპარება რომ ჩვენი წარმოდგენები ქართული ფეხბურთის ძველ ლეგენდებზეც გაბუქებული და გადაჭარბებულია. თუ კი დღევანდელი ეპოქაში როცა ყველა ვიდეო და ყველა დეტალი ფეხბურთელებზე ხელმისაწვდომია და ხალხი მაინც ტყუილებს იჯერებს, რა იქნებოდა მაშინ როცა ფეხბურთის ყურებას ყველა ვერ ახერხებდა.
ოთარი
09 ნოემბერი 2023 13:12
21
მეც არვარ დიდი სპეციალისტი მაგრამ თქვენ დძაან შორს ხართ. შეეშვით დაანებეთ თავი,თქვენივე ტყუილების თქვენ გჯერათ!!!
საქართველო
09 ნოემბერი 2023 15:37
1
შენ ბიძიკო ფეხბურთს სულ ტყუილად უყურებ, დაუბრუნდი პორნოს, მანდ ხარ შენ ჩემპიონი, შენ რეკორდებსს ვერავინ მოხსნის.
nika
09 ნოემბერი 2023 14:43
4
ყველა გამოხმაურება
ჯერ ნაპოლის თამაშს ვუყურე მერე რეალისას, ეს ორი გუნდი რომ თამაშობს იმ დღეს სამსახურის გაცდენა მიწევს, ხო და რა მინდოდა რო მეთქვა, ფაქტიურად ორივე გუნდს ერთნაირი ძალის მეტოქეები ჰყავდა +- უბრალოდ ხვიჩას ამ თამაშით რეალი სათადარიგოთა სკამზეც არ დასვავს, რამხელა სამუშაოს ასრულებენ ვინისიუსი და როდრიგო, ფაქტიურად ტიპები არ ჩერდებიან 90 წუთი, ამათ დონეზე რომ მივიდეს ხვიჩა ალბათ ძალიან ბევრი უნდა იშრომოს, თორე ოცნება დარჩება ოცნებად, გარსიას ინტერვიუს მოვუსმინე, მოსაგები თამაში გვქონდაო მაგრამ დასანანი გოლი გავუშვითო, შემდეგ თამაშს უეჭველი მოვიგებთო, მგონი რეალს ხვდებიან მადრიდში და რავი ეხლა რეალმა კასტილიის სასტავი თუ არ დააყენა სხვა რის იმედი აქვს გარსიას არ ვიცი
მამუკა
09 ნოემბერი 2023 08:58
3
Whoscored.com -ზე ხვიჩას საბოლოო შეფასებაა - 7.7(საუკეთესო ნაპოლიში) პოლიტანოსი -7.6-ი !

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ "უნიონ ბერლინის" მოთამაშე ფოფანა(გოლის ავტორი) დასახელდა - 8.2 !!!
Ზაზა
09 ნოემბერი 2023 12:04
1
გეთანხმები. თამაშის ყურებისას ცალსახად ფოფანა იყო საუკეთესო, ნაპოლიდან - დი ლორენცო - მთელს მოედანზე იყო, მარცხენა ფლანგზეც კი. ხვიჩამ ბოლო ნახევარი საათი ითამაშა
ზურა
09 ნოემბერი 2023 12:12
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული