Flashscore-მა ხვიჩა "უნიონთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "ნაპოლიმ" "დიეგო მარადონაზე" აუტსაიდერი "უნიონი" ვერ დაამარცხა (1:1), თუმცა 7 ქულით მეორე ადგილზეა და პლეი-ოფში გასვლის კარგი შესაძლებლობა აქვს.

მასპინძელთა გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, რამდენიმე მომენტი თავად შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა და Flashscore-მა 8.7-იანი შეფასებით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

Sofascore-მა ქართველის გარჯა 7.9 ქულით, Whoscored-მა კი 7.6-ით შეაფასა.

"ნაპოლი" 12 ნოემბერს, სერია A-ს მეთორმეტე ტურში, "ემპოლის" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 39 /
ტყუილებზეგმც გადახვედით? უნიონის პოლ ჯაეკელი დაასახელა ფლეშსკორმა საუკეთესოდ
K
09 ნოემბერი 2023 15:44
1
ხვიჩას საუკეთესო მატჩი არ იყო, არც 8.0-ზე მეტს იმსახურებდა, მაგრამ სხვა ფეხბურთელებს სჯობდა აშკარად, არაერთხელ გაამწვავა და პოტენციურად საგოლე პასი არაერᲮელ გააკეთა, მოწინააღმდეგის მინიმუმ 2 ფეხბურთელს მუდმივად აკავებდა. Არ გამოუვიდა კარში დარტყმები. ეგენიც რომ გამოსვლოდა, მაშინ მისი შეფასება 9-მდეც კი გავიდოდა.
ლაშა
09 ნოემბერი 2023 15:35
1
ტიპმა ყველაფერი გააფუჭა რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა და საუკეთესო იყოო. ხვიჩას რომ ვუყურებ და იმ მითებს და ილუზიებს რაც მის შესახებ იქმნება უკვე ეჭვი მეპარება რომ ჩვენი წარმოდგენები ქართული ფეხბურთის ძველ ლეგენდებზეც გაბუქებული და გადაჭარბებულია. თუ კი დღევანდელი ეპოქაში როცა ყველა ვიდეო და ყველა დეტალი ფეხბურთელებზე ხელმისაწვდომია და ხალხი მაინც ტყუილებს იჯერებს, რა იქნებოდა მაშინ როცა ფეხბურთის ყურებას ყველა ვერ ახერხებდა.
ოთარი
09 ნოემბერი 2023 13:12
21
მეც არვარ დიდი სპეციალისტი მაგრამ თქვენ დძაან შორს ხართ. შეეშვით დაანებეთ თავი,თქვენივე ტყუილების თქვენ გჯერათ!!!
საქართველო
09 ნოემბერი 2023 15:37
1
შენ ბიძიკო ფეხბურთს სულ ტყუილად უყურებ, დაუბრუნდი პორნოს, მანდ ხარ შენ ჩემპიონი, შენ რეკორდებსს ვერავინ მოხსნის.
nika
09 ნოემბერი 2023 14:43
4
ყველა გამოხმაურება
Whoscored.com -ზე ხვიჩას საბოლოო შეფასებაა - 7.7(საუკეთესო ნაპოლიში) პოლიტანოსი -7.6-ი !

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ "უნიონ ბერლინის" მოთამაშე ფოფანა(გოლის ავტორი) დასახელდა - 8.2 !!!
Ზაზა
09 ნოემბერი 2023 12:04
1
გეთანხმები. თამაშის ყურებისას ცალსახად ფოფანა იყო საუკეთესო, ნაპოლიდან - დი ლორენცო - მთელს მოედანზე იყო, მარცხენა ფლანგზეც კი. ხვიჩამ ბოლო ნახევარი საათი ითამაშა
ზურა
09 ნოემბერი 2023 12:12
2
ჯერ სპალეტის დაუწყეთ გინება მერე რუის ახლა გარსია და ზელენსკიზე გადახვედით.მერე სხვები გამოჩნდებიან.იმას ვერ ხედავთ კარებში ნორმალურად რომ ვეღარ ურტყავს.სანამ ცხოვრებაში პირველ ადგილზე ფეხბურთს არ დააყენებს როგორც შარშან იყო მანამდე სულ ვიღაცა იქნება დამნაშავე.
ასეა ეს
09 ნოემბერი 2023 11:55
11
მწვრთნელი გაუშვაან რას თამაშობს გუნდი თვითონ არიცის
beqa
09 ნოემბერი 2023 11:50
4
პასის გამკეთებელი მოთამაშე არ ყავს გუნდს, მის თავს ვერ გაუკეთებს პასს კვარა. ვინმეს გახსოვთ ჟელინსკის პოლიტანოს ან რასპადორის გაკეთებული აზრიანი პასი?
ზოლა
09 ნოემბერი 2023 11:09
2
ძნელია ორივეს, ნიცას და მეტოქეს, უტანო გოლები:-). რას იზავ!
.
09 ნოემბერი 2023 11:06
41
ღირსი არა ხარ, რომ ნიცას რასაც უტანს ის შენ გაგიტანოს მთელმა საქართველომ? შე ს-ო
ბმბ
09 ნოემბერი 2023 12:12
4
კარგით რას ჩხუბობთ-გარკვევით წერია,რომ ფლეშსკორმა დაასახელა საუკვეთესოთო,რაც სულაც არ ნიშნავს იმას რომ ის საუკვეთესო იყო.არის სხვა გაცილებით ავტორიტეტული გამოცემები და ნახეთ-ზოგიერთი სახელდახელოდ მოვიძიე და დავწერ არ დაგზარდებით: ევროსპორტი.იტ-საუკვეთესო პოლიტანო-7, ხვიჩა-5.5. გაზეტა დელლა სპორტი-საუკვეთესო პოლიტანო-6.5, ხვიჩა-6.0. კალჩინაპოლი- ხვიჩა-6,პოლიტანო-6.5. კალჩიმერატაო-ხვიჩა-6,5,პოლიტანო7,0. ტუტომერკატოვედი-ხვიჩა 5.5,პოლიტანო-6,5. ვისაც არ გჯერავთ შეგიძლიათ შეამოწმოთ და სხვა მრავალი მოიძიოთ,სადაც ყველგან იკითხება,რომ ხვიჩას არ ჰქონდა საუკვეთესო თამაში. ვისაც გონია რომ ის რამდენიმე მომენტი რომელიც შეექმნა და ვერ გამოიყენა, მის აქტივშია და კარგ თამაშს ნიშნავს არა და პირიქითაა-შემტევისთვის მთავარი შედეგიანი ბოლო დარტყმაა და განიავებული მომენტები რეგულარულად, მაგარი თამაში ვერ იქნება, მითუმეტეს გუნდმა დასახულ შედეგს ვერ მიაღწია და საჭირო ქულები დაკარგა.
აი!!!
09 ნოემბერი 2023 10:50
7
ერთხელ კიდევ ვამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ ნაპოლი ერთი ფრთის გუნდია, ამჯერად მარჯვენა ფრთიდან შეტევების 70% ხორციელდებოდა. ხვიჩას ფრთის შეცვლა ტაქტიკური ჩანაფიქრი კი არ იყო, არამედ როგორმე ბურთი მიეღო. ამაზე რატომ იბრმავებს თვალებს ჟურნალისტები და მწვრთნელი? მე ვერ ვიტყოდი, რომ ხვიჩა ყველას ჯობდა, რადგან არ ეძლევა ამის საშუალება.
ჟორა გაბრიჭიძე
09 ნოემბერი 2023 10:13
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული