ხვიჩა კვარაცხელიამ ისევ ყველაზე მაღალი საერთაშორისო შეფასება დაიმსახურა, მაგრამ მის მიერ აწეული თამასისთვის ეს ყველაფერს მაინც არ ამბობს და გვეუბნება. "კვარას" ემოციური მდგომარეობა
სხვა მხრივ, "კვარადონა" ისეთია, თანამედროვე ფეხბურთში ბევრი რომ არაა - მუდმივად მოწადინებული, ჩასაფრებული, სახიფათო, დიდი ტექნიკური არსენალისა და დრიბლინგების უნარის მქონე. გარემარბს ნებისმიერ დროს შეუძლია მინდორზე მდგომარეობა მთლიანად შეცვალოს. ასე მიიღო მონაწილეობა საგოლე ეპიზოდში, როცა შეტევას მნიშვნელოვანი სიმწვავე შემატა. ხვიჩა ბევრს მუშაობდა ბურთის დასაუფლებლად, ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მომენტი კი მაშინ შეექმნა, როცა ფლანგი შეიცვალა.
"ნაპოლის" კი მეტი სჭირდება, შარშანდელ რელსებზე რომ იმოძრაოს. პირდაპირი შედარება სტანდარტულ მდგომარეობებზე გავაკეთოთ. სპალეტის დროსაც დაგვიწერია, თუნდაც "მილანთან" მარცხის შემდეგ, როცა ამდენი კუთხურიდან რაღაც სახიფათო უნდა გამოადნო. გერმანელებთან გუნდმა 18 კუთხური ჩააწოდა და ფაქტობრივად, ერთფეროვნად. ოთხშაბათ საღამოს იდეალურად ვერც ქართველი აწვდიდა, თუმცა ისევ გაუგებარი რჩება, ზოგიერთ ფეხბურთელს აქ დიდი ავტონომია რატომ აქვს და ხშირად ვხედავთ იმავეს, რასაც საჩემპიონო სეზონში - კვარაცხელია ე.წ. გადმოვარდნილ ბურთებზე დგას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ნახევარდაცვა ვერაფრით ახერხებს, მოწინააღმდეგეები პრესინგზე შეიტყუოს და ამით შემტევებს მეტი სივრცე დაუტოვოს.
რაც შეეხება ხვიჩასგან დატოვებული სივრცეების ათვისებას, ამას პოლიტანო გაცილებით უკეთ აკეთებს, ვიდრე გასულ სეზონში. უნდა შევეგუოთ, რომ კვარაცხელიას წინააღმდეგ ახლა გაცილებით მეტს მუშაობენ და მისი საუკეთესო თვისებების ნეიტრალიზებაზე ფიქრობენ. ეს თითქოს იმას აჩენს, რომ ჩვენებურს შარშანდელი სისხარტე და ელასტიკურობა არ აქვს. ის, რომ 77-ე ნომერი ასეთი დაცვის პირობებში ბურთს უფრო უფრთხილდება და გამწვავების ნაცვლად, შენარჩუნებაზე ზრუნვა უწევს, ეს თანამედროვე ფეხბურთისთვის დამახასიათებელია!..
"ნაპოლიმ" სახლში აუტსაიდერს ვერ სძლია და შემდეგი მატჩი "რეალთან" აქვს [VIDEO]
1000 % !!!
ვარჯიშის მერე დარჩენა და კარში მინიმუმ 100 დარტყმის შესრულება!
მოთამაშე თავის საფეხბურთო ზენიტს აღწევს 25 წლის ასაკში.
ასე რომ ხვიჩა მიიღებს გამოცდილებას და სულ მალე სრულყოფილი მოთამაშე გახდება
დადებითი: საგოლე შანსებს ისევ ქმნის, ყოველთვის საშიშია მეტოქისთვის მისი დრიბლინგი და არაორდინალური თამაში.