"კბილებს აკრაჭუნებს და მუდამ უკმაყოფილოა" - რას წერს Gazzetta dello Sport-ი კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისა" და "უნიონ ბერლინის" (1:1) დაპირისპირებას გამოეხმაურა და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშიც შეაფასა.

"ქართველის თამაშმა შოკში ჩაგვაგდო, "კვარამ" ამ მატჩში ყველაფერი ჩადო, მისმა დრიბლინგებმა გერმანული გუნდის მცველებს პრობლემები შეუქმნა, თუმცა ეგოისტობის გამო ბოლო ბარიერის გადალახვას ვეღარ ახერხებდა ან თანაგუნდელისთვის პასის გაკეთების ნაცვლად, კარისკენ ნაადრევად ურტყამდა.

ძველი "კვარა" მინდორზე ბევრად უფრო მსუბუქად გამოიყურებოდა, ახლანდელი "კვარა" კი კბილებს აკრაჭუნებს და მუდამ უკმაყოფილოა, ქართველმა "უნიონ ბერლინის" ფეხბურთელებს კვლავ აჯობა, თუმცა გერმანელებმა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა მოახერხეს",
- წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში 7 ქულით მე-2 ადგილს იკავებს.

altGazzetta dello Sport: "ნაპოლიმ' "უნიონთან" ფრით 2 მილიონი დაკარგა

altკვარაცხელია კვლავ საუკეთესო შეფასებით და გადამწყვეტი დარტყმის კიდევ ერთხელ ვერშესრულება...

altდღეს კვარაცხელიასგან ველით - "ნაპოლის" ერთი მეტოქის ჩამოშორება შეუძლია...

მკითხველის კომენტარები / 14 /
მთაცვარი დამნაშავე რუდი გარსიაა. გუნდს აშკარად ვერ შეეწყო და ვერ ხვდება როგორ ათამაშოს. კვარა სულ გახსნილიდ დგას ფლანგზე მაგრამ დროულად პასს უგვიანებენ, როდესაც საჭიროა რომ გრძელი პასი საშუალო დონის მიაწოდონ ცარიელ სივრცეში ბურთს აგორავებენ და ზლოზინით მოკლე პასებით მიდიან მისკენ.ამავე დროს დაცვა ეწყობდა და ორ დამცველია მუდმივად ასწრებს მის ჩახურვას. კარში დარტყმაზე ბევრი სამუშაო აქვს სამწუხაროდ და იმედია გამოასწორებს. უნდა იმუშაოს საჯარიმოს გარედან დარტყმაზე და არა მარტო ფეხის შიდა მხრიდან ჩახვეულ დარტყმებზე, ე.წ. 'პოდიომით' სრულიად ვერ ურტყამს და ბევრჯერ მცდელობისას ბურთი ეჭრება ან კიდევ უძლურად ურტყამს არა და ამ დარტყმას ყველაზე მეტი სიძლიერე და სიზუსტე აქვს თუ ფეხბირთელმა იცის როგორ შეასრულოს

simartle
17:31 10-11-2023
5
ზოგჯერ მეც მგონია, რომ კვარა ისეთ მომენტებშიც ითხოვს ბურთს, როცა პარტნიორებს უკეთესი პერსპექტივა აქვთ, თუმცა ეს ნორმალურია. ყველა თავდამსხმელს სწყურია ბურთი, ოსიმენიც ასეა და რასპადორიც. სხვა საკითხია, რომ ეგოიზმის მისთვის დაბრალება მართლა ეგოისტი თანაგუნდელების ფონზე უსამართლობაა. კვარას იგნორაცია სპალეტის დროსაც აშკარა იყო, მაგრამ ახლა მგონი უფრო ცხადი გახდა. რამდენიმე ფეხბურთელი იმდენად აცრილია თავისუფლად მდგომი კვარასთვის ბურთის მიწოდებაზე, რომ სხვა მიზეზს ვერ ვხედავ, აშკარად შურთ მისი. ზოგიერთს კიდევ (მაგალითად, ოლივირას), მე რომ მწვრთნელი ვიყო, ძირითადს არ გავაკარებდი, ვიდრე არ ისწავლიდა, რომ პასი, პირველი თუ არა, მეორე შეხებით მაინც უნდა გააკეთოს. „შტანგა-გოლი“ მაინც არ უნახავთ, 60-იანი წლების ფეხბურთს რომ თამაშობენ?!
qomagi
16:13 10-11-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული