"ასე არ შეიძლება" - ფედელემ კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-ის ეთერში ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისა" და "უნიონ ბერლინის" (1:1) მატჩი შეაფასა.

იტალიელმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართველი ეგოისტურად თამაშობს.

"ნაპოლის" ქომაგებს ჰგონიათ, რომ გუნდში შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ, თუმცა ეს მხოლოდ ილუზიაა, რა თქმა უნდა, "პარტენოპეის" წარმატება მხოლოდ ლუჩანო სპალეტის დამსახურება იყო.

რა შეიცვალა კვარაცხელიასა და დი ლორენცოსთვის? ეს უკანასკნელი იმავე სტილით თამაშობს და შეტევაში აქტიურად ერთვება, თუმცა სივრცეებს, რომლებიც უკან რჩება, არავინ აკონტროლებს. კვარაცხელია ამ მომენტისთვის ძალიან
ეგოისტურად თამაშობს. ასე არ შეიძლება. იმის ნაცვლად, რომ თანაგუნდელი საკუთარ თავზე წინ დააყენოს, ბურთის მიღებისთანავე დრიბლინგს იწყებს და არაფერი გამოსდის, თუმცა წარუმატებლობის მთავარი მიზეზი რუდი გარსიაა.

ფრანგმა სპეციალისტმა სპალეტის მიერ დანერგილი სისტემა შეცვალა, გარსია ცვლილებებსაც აგვიანებს და გუნდის ორგანიზებასაც ვერ ახერხებს", - განაცხადა ფედელემ.

alt"დე ლაურენტისის არჩევანმა აღმაფრთოვანა, ვიცი, ვინ გაწვრთნის "ნაპოლის" - ენრიკო ფედელე

altფედელე: გარსია "კვარას" განტევების ვაცად იყენებს და ინტელექტის დეფიციტი აქვს

altფედელე: გარსია კვარაცხელიაზე ცრუობს, სასტარტოში დე ლაურენტისის საამებლად არ დააყენა

მკითხველის კომენტარები / 16 /
Უამრავჯერ სულ მარტო მყოფი ხვიჩა,თავის ფლანგზე ხან ხელებს იქნევს, ხან რივოკებს აკეთებს პასის მოლოდინში, მაგრამ პარტნიორები ან ვერ, ან არ ხედავენ... Უფრო მგონია საფეხბურთო ინტელექტი, მოედნის ხედვა და პასის კულტურა აკლიათ, რაც ხვიჩაში უხვადაა, ამითაა განპირობებული ყოველივე. Ერთი თავით მაღლა დგას ხვიჩა ამ კომპონენტებში... Ერთადერთი ზელენსკის შეუძლია პასების კეთება, თუმცა რასაც თამაშობს ამ ბოლო დროს ყველა ვხედავთ.
Დათო
18:17 11-11-2023
1
არავის გაფეტიშების მომხრე არა ვარ და არც ჯანსაღი კრიტიკის წინააღმდეგი ვარ, არც ვინმეს ვუკრძალავთ აზრის გამოთქმას, მითუმეტეს, კვარას პირობებში ეს შეუძლებელია, მაგრამ კრიტიკა უნდა იყოს სამართლიანი და ობიექტური. დათვალოს ვინმემ, მთელი თამაშის განმავლობაში რამდენ პასს აკეთებს ხვიჩა და რამდენს ღებულობს თანაგუნდელებისგან, ის ბოლო დარტყმულები, ზოგი რომ მცველს მოხვდა და ზოგი მეკარემ რომ აიღო, გასულიყო აბა რომელიმე, ხომ ატყდებოდა მაშინ ყიჟინა. მასე ყველა ბურთი მარადონასაც ვერ გაჰქონდა. შვიდი წელი იყო მარადონა ნაპოლიში და და ორჯერ აიღო სკუდეტო. ამათ ხვიჩას ფაქტორის გამო ყოველ წელს უნდათ. ხვიჩა დიდი ფეხბურთელია და არავინ იცის როდის შეცვლის თამაშის ბედს, მაგრამ ფეხბურთელს შესაბამისი დაფასებაც ჭირდება. ლამის ბოლო ადგილზეა გუნდში ანაზღაურების მხრივ. რასაც აძლევენ ათჯერ მეტს აბრუნებს.
თენგაბი
14:25 11-11-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული