ივან იურიჩი: საზონოვი შესანიშნავი ბიჭია, მაგრამ ბევრი უნდა იმუშაოს

AutoSharing Option
დღეს, სერია A-ს მეთორმეტე ტურში "ტორინო" გასვლაზე "მონცას" დაუპირისპირდება. მატჩის წინ სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ივან იურიჩმა ისაუბრა და როგორც ჩანს, მიუხედავად დაცვის ხაზში საკადრო პრობლემებისა, საბა საზონოვს სასტარტოში არ დააყენებს.

"საზონოვი შესანიშნავი ბიჭია, მაგრამ უკეთესი რომ გახდეს, ბევრი უნდა იმუშაოს, რათა ასეთ დონეს მიაღწიოს", - ციტირებს იურიჩს "ტორო".

საზონოვმა ამ სეზონში ჩემპიონატის 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, "ტორინო" კი 15 ქულით მეთორმეტე ადგილზეა.

მატჩი მონცას "U-Power"-ზე თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
იურიჩ ნუ მიაც მააცვამ
Გიო
00:20 12-11-2023
0
ამან რა გაბურღა ტვინი, რაც ითამაშა, მაგრად ითამაშა. ათამაშე და კიდევ გაიზრდება, მუშაობა ყველას სჭირდება. არ არის ცუდი მწვრთნელი, მაგრამ თუ არ გინდოდა რატომ იყიდე? იქ წავიდოდა სადაც ითამაშებდა.
ლევანი
23:08 11-11-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული