ნაკრების წინ - კვარაცხელია დუბლის შემდეგ პირველი გოლის გატანას ეცდება...

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზის წინ, ქართველი ლეგიონერების ორი მატჩი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა. გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" მადრიდის "რეალთან" (1:5) განადგურდა, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" კი "ემპოლის" დღეს, 12 ნოემბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე უმასპინძლებს.

ნეაპოლური კლუბი მთავარი მიზნის შესრულებისკენ სწრაფვას განაგრძობს - არ ჩამორჩეს ჩემპიონატის სამეულში მყოფი გუნდებს. "მილანმა" მორიგი ქულები დაკარგა და ამ ორ გუნდს შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა.

მატეო პოლიტანოს კარგი ფორმისა და გოლის მიუხედავად, რუდი გარსიას გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გაიმარჯვა ("უნიონთან" 1:1). ნეპაოლურ კლუბს საკუთარ არენაზე ამ სეზონში ცუდი
სტატისტიკა აქვს (1.4 ქულა მატჩში) და მის გაუმჯობესებას "ემპოლისთან" ეცდებიან. ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი თანაგუნდელებზე საშუალოდ კარისკენ დარტყმის (18.6) უკეთესი სტატისტიკა ტოპლიგებში მხოლოდ მიუნხენის "ბაიერნს" აქვს. ეს მაჩვენებელი შედეგში შესაბამისად ასახული არაა.

ვიქტორ ოსიმენის დაბრუნებას ველით, რომელმაც ემპოლელებს საჩემპიონო სეზონში გაუტანა. "სტადიო მარადონას" სტუმრები ახლა კატასტროფულ ფორმაში არიან. კოსოვოს ნაკრები გადადებული მატჩში ისრაელს 12 ნოემბერს უპირისპირდება, შესაბამისად, ამირ რაჰმანის ადგილს ლეო ოსტიგორი დაიკავებს და დაცვის ცენტრში ნათანს შეუწყვილდება.

ხვიჩა კვარაცხელიამ "ემპოლისთან" შარშან ერთი შეხვედრა გამოტოვა, უკვე ჩემპიონების მაისურით კი 71 წუთი ითამაშა. დუბლის შემდეგ, ყველა ტურნირზე უკვე 4 მატჩია, ქართველ გარემარბს არ გაუტანია და ყველაფერს გააკეთებს, მოწინააღმდეგის კარი აიღოს. შეხვედრას პტონტერა განსჯის.

altკვარაცხელია კვლავ საუკეთესო შეფასებით და გადამწყვეტი დარტყმის კიდევ ერთხელ ვერშესრულება...

alt"კბილებს აკრაჭუნებს და მუდამ უკმაყოფილოა" - რას წერს Gazzetta dello Sport-ი კვარაცხელიაზე

მკითხველის კომენტარები / 25 /
თამაშის წინ ლოთელვის ვიდეო
https://www.youtube.com/live/iYzPGbEs3fs?si=WiAdQC2bk_b23S3S
ქ. გ.
14:06 12-11-2023
0
ჩვენზე უკეთ მოგეხსენება, ღვთისავარ ჩვენო, რომ ხვიჩა გოლების გასატანად არ აუყვანია ნაპოლის... ჰოდა, მოდით, მოვეშვათ მისი უგოლო მატჩების თვლას და იმას ვუგულშემატკივროთ, რითაც თავი შეგვაყვარა... გოლების გამტანი კი ნამდვილად არ აკლია ნაპოლის და ერთი ეგეთი, თანაც დამშეული, მალე ჩაუდგებათ მწყობრში... აბა, მაგათთვის ლუკმის წართმევა იქნება?!... ჩემი აზრით, სანამ 100%-იანი დასარტყამი პოზიცია არ ექნება, კარში დარტყმა არც უნდა იფიქროს... მგონი, ეგრე აჯობებს მისთვისაც და გუნდისთვისაც, გოლების თვლა კი ხვიჩას ჰეითერებს გადავულოცოთ...
ვოოტ
14:04 12-11-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული