მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "აიაქსი" "ალმერესთან" ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
ნიდერლანდების ჩემპიონატის მეთორმეტე ტურში „აიაქსმა“ გასვლაზე „ალმერესთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა - 2:2.

სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მწვრთნელმა ჯონ ვან ტ’სხიპმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ის აქტიური იყო, დაცვასაც ეხმარებოდა, პარტნიორებს გადაცემებს უკეთებდა, პირველი ტაიმის ბოლოს კარშიც დაარტყა, მაგრამ მიზანს ააცილა, შესვენების შემდეგ კი ბენჟამინ ტაჰიროვიჩმა შეცვალა.

67-ე წუთზე მასპინძლები ვან დე კამპმა დააწინაურა, შეცვლაზე შესულმა ჩუბა აკპომმა ანგარიში მალევე გაათანაბრა, მერე ამსტერდამელები ჩუბა აკპომმა წინ გაიყვანა, თუმცა კომპენსირებულ დროში რობინემ რამაის კარი პენალტით დალაშქრა და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

„აიაქსს“ 1
მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 12 ქულით მეთორმეტე ადგილზეა და 26 ნოემბერს „ვიტესს“ უმასპინძლებს.

ალმერე. „იანმარი“
ალმერე - აიაქსი 2:2
გოლები: 0:1 ვან დე კამპი (67), 1:1 აკპომი (68), 1:2 ტაჰიროვიჩი (83), 2:2 რობინე (90+2, პენ)

მკითხველის კომენტარები / 7 /
ქართველი ფეხბურთელების შავი კვირა
1
უნდა წავიდეს მაქედან. წერტილი.
არტ
22:40 12-11-2023
3

სიახლეები პოპულარული