"შახტარი" დამარცხდა - აზაროვი და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის მეთოთხმეტე ტურში „შახტარი“, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" სძლია,  „დნიპრო 1“-თან 1:3 დამარცხდა.

დონეცკური გუნდის მცველები ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი მესამოცე წუთზე შევიდნენ შეცვლაზე, როდესაც ანგარიში უკვე 1:3 იყო.

„შახტარს“ 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 24 ქულით მეოთხე ადგილზეა (ლიდერ დნიპრო 1-ს 6 ქულით ჩამორჩება) და 24 ნოემბერს „პოლესიას“ უმასპინძლებს.

ლვოვი. „ლვივ არენა“
შახტარი - დნიპრო 1 1:3
გოლები: 1:0 სიკანი (5), 1:1 სარაპი (41), 1:2 გოცულიაკი (51), 1:3 ლედნევი (56)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული