"თამაში 10-იანის პოზიციაზეც შეუძლია" - "აიაქსის" მწვრთნელმა მიქაუტაძეზე ისაუბრა

AutoSharing Option
ამსტერდამის "აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტ'სხიპმა "ალმერესთან" (2:2) მატჩი შეაფასა და კომენტარი გიორგი მიქაუტაძეზეც გააკეთა.

ქართველმა ფორვარდმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა კი მოთამაშე მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეცვალა.

"მიქაუტაძისთვის ეს თამაში კარგი შესაძლებლობა იყო, რომ ჩვენთვის რაღაცები დაემტკიცებინა, ვარჯიშებზე კარგად გამოიყურება, თუმცა მატჩები სულ სხვა დატვირთვას ატარებს. მას გამორჩეული თვისებები აქვს და თამაში რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია, მათ შორის, ფორვარდის უკნიდან და სიღრმიდან", - განაცხადა ვან ტ'სხიპმა.

"აიაქსი" ერედივიზიონის სატურნირო ცხრილში 12 ქულით მე-12 ადგილს იკავებს. ამსტერდამელები მომდევნო მატჩს
26 ნოემბერს, "ვიტესის" წინააღმდეგ გამართავენ.

altანალიტიკურმა საიტებმა "ალმერესთან" მიქაუტაძის თამაში შეაფასეს

altმიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "აიაქსი" "ალმერესთან" ფრეს დასჯერდა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ბიჭი თუ აიაქსში დარჩა, მის გადაკეთბას შეეცდებიან და ძალიან ნიჭიერი ფორვარდიდან საშუალო დონის ვინგერს ან წინ წაწეულ ნახევარმცველს გააკეთებენ. იმიტომ, რომ თავის თანამემამულე ფორვარდებს ადგილს არ დააკარგვინებენ. ხოდა თვითონ მიქასათვის ხომ ცუდია , ნაკრებისათვის ხომ საერთოდ- შემტევი ნახევარმცველების პრობლემა ყველაზე ნაკლებად გვაქვს. ბომბარდირს ჩაკლავენ მაგ ბიჭში. წადი მაქედან ბიძია დროზე. არაფერი საჭირო არაა მაგათთვის რამის დამტკიცება!
არტ
14 ნოემბერი 2023 10:10
0
დიდი სისულელეა,არ აქვს მიქაუტაძეს იმდენი ტექნიკა რომ ათიანობა მოსთხოვო,სისულელეა.მე ეს არმესმის ხომ შეიძლება ერთი თამაში,შინ იგლზთან ან ექსელსიორთან დააყენო ეს ადამიანი ფორვარდად და ნახო რა შეუძლია,თან ამბობს ვარჯიშებზე ყველაფერს კარგად ასრულებსო,რაა ეს ბრობი ვინაა ასეთი,ვან ბასტენი ხომ არაა ძირითადიდან არ ამოაგდო.გაგიჟდება კაცი რაა,სულ გაგიჟდნენ ჰოლანდიელები,ყველა თავდამსხმელში მხსნელს ეძებენ,რა ბრობიში ეძებენ ტიპები ახალ ნისტელროის და ვან პერსის.მართლა ვერ არიან...
Master
13 ნოემბერი 2023 17:28
1
მგონი ფეხბურთი არ ესმით ამ ხალხს ვინც მიქაუტაძეს გოლებს თხოვენ როცა ნახევარ დაცვაში და უფრო უკნიდან ათამაშებენ და არა ცენტრალურ თავდამსხმელად ....
ემიგრანტი
13 ნოემბერი 2023 16:39
0
მგონი უხერხულია ჰოლანდიელებს, მით უმეტეს აიაქსს ფეხბურთის უცოდინრობა დააბრალო, აქ უფრო სხვს ფაქტორები თამაშობს და ამას ეწირება ჟორჟი.
გიზოგ
13 ნოემბერი 2023 18:00
7
ბრობის გამო ამბობს ამას. ბრობი ხელშეუხებელი ყავთ. არ გამიკვირდება ჟორჟში კარგი მცველის ან სულაც მეკარის ნიჭი რომ აღმოაჩინონ.
დათო
13 ნოემბერი 2023 15:48
0
მიქაუტაძეს,რამდენიმე თამაში სჭირდება ხოლმე,ახალ გუნდში გასახსნელად.ნდობა არ ჰქონდა და ახლა თუ ათამაშეს,2-3 თამაში ალბათ კიდევ დასჭირდება,რომ გოლების გატანა დაიწყოს.აიაქსმა,ბევრი დრო დაკარგა.ესეც საქმეა,მწვრთნელმა მასში კარგი თვისებებიც რომ დაინახა,ძველისაგან განსხვავებით.მეორე მხრივ,უკვე შუა ნოემბერია და შესაძლოა ისევ მეცისაკენ გაუწიოს გულმა,ზამთრის შესვენებაზე.უფლება აქვს,აიაქსზე უკმაყოფილო იყოს.
სოსო
13 ნოემბერი 2023 15:12
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული