მიქაუტაძე "აიაქსს" ზამთარში დატოვებს - "მეცი" და "ლიონი" საქმეში არიან

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძეს ამსტერდამის "აიაქსში" კარგი დრო ნამდვილად არ უდგას, ჯერ სათამაშო დროს საერთოდ ვერ იღებდა, ახლა კი თავის პოზიციაზე არ თამაშობს და 10-იანზე უწევს ასპარეზობა, რაც მისთვის კომფორტული სულაც არაა.

ფრანგული ferveurlyonnaise-ის ცნობით, ქართველი ფორვარდის სამსახურით "მეცი" და "ლიონი" ინტერესდებიან. 

აქამდე ვიცოდით, რომ მიქაუტაძის დაბრუნება ყოფილ გუნდს, "მეცს" სურდა, ახლა კი საქმეში მძიმე მდგომარეობაში მყოფი "ლიონიც" ჩაერთო. მოგეხსენებათ, ორივე გუნდი ლიგა 1-ში დასარჩენად იბრძვის. 

ამრიგად, როგორც ჩანს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ქართველ ფორვარდს გუნდის ხელახალი შერჩევა მოუწევს. "მეცი" მზადაა
ფეხბურთელი იჯარით დაიმატოს, "ლიონი" კი გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს. Transfermarkt-ზე გიორგის ღირებულება 10 მილიონი ევროა. 

alt"თამაში 10-იანის პოზიციაზეც შეუძლია" - "აიაქსის" მწვრთნელმა მიქაუტაძეზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 8 /
ლიონში ფიზიკურად ვერ გადავა მიქაუტაძე რადგან ფიფა კრძალავს ერთ სეზონში 3 გუნდში თამაშს, მიქაუტაძემ კიდე უკვე მეცში და აიაქსში ითამაშა. ანუ ან მეცში უნდა დაბრუნდეს ან აიაქსში დარჩება სეზონის ბოლომდე
MICHAEL
11:13 15-11-2023
1
მეცში რომ დაბრუნდეს უკეთესი იქნება
dato
10:02 15-11-2023
1

სიახლეები პოპულარული